“დეკადენტიზმი” – (დეკადენტობა)
“დეკადენტიზმი” - ფრანგულ ენაზე აღნიშნავს “დაცემულს”,ან “კულტურის რეგრესს” (დაქვეითება,დაცემა),რაც საბოლოო ჯამში იწვევს “დეკადენტობას”.იგი წარმოადგენდა და წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმდინარეობას ხელოვნებასა და ლიტერატურაში.“დეკადენტობა” (დეკადანსი) – XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისის ევროპულ ლიტერატურასა და ხელოვნებაში ის ანტირეალისტური მიმდინარეობა დახლდათ,რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო უკიდურესი ინდივიდუალიზმი,ფორმალიზმი,მისტიციზმი და საზოგადოებისაგან განდგომა. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად გამოიყენებოდა,როგორც ისტორიული ტერმინი,აღსანიშნავად რაიმე კულტურული ფენომენისა და მოვლენისა,რომის იმპერიაში II-IV საუკუნეებში.თუმცა,მომდევნო საუკუნეებში ამ ტერმინმა მრავალჯერ იცვალა არა დანიშნულება,არამედ “პოპულარობა” ხელოვანთათვის,რადგან ბევრისათვის იგი მისაღებ ფორმად მიიჩნეოდა,ბევრისათვის კი მიუღებლად.ტერმინი XIX-XX საუკუნეებში გამოიყენებოდა,როგორც მოდერნული (არტ-ნუვო) მიმართულება და გამოსახული გახლდათ ხელოვნებაში,მუსიკაში,ლიტერატურასა და არქიტექტურაში.ამასთანავე აღიარებდა პრინციპს – “ხელოვნება ხელოვნებისათვის”.XIX საუკუნეში ევროპული და განსაკუთრებით ფრანგული ლიტერატურა “დეკადანს” აღიქვამდა,როგორც მტრულ მოვლენას და ფართოდ აკრიტიკებდნენ მას.თუმცა მალევე ეს ტერმინი არა ერთმა იმ კრიტიკოსმა გამოიყენა,რომელიც მას დღენიადაგ აკრიტიკებდა.”დეკადენტიზმს” XIX საუკუნის ბოლოს მიაკუთვნებდნენ ისეთ ავტორებს,რომლებიც დაკავშირებული იყვნენ სიმბოლიზმის და ესტეთიზმის მოძრაობებთან.ბევრი ასეთი ავტორი განიცდიდა გავლენას გოტიკური რომანის,პოეზიის და დიდი ფრანგი მწერლის ედგარ ალან პოს პროზისა.დეკადანსის იდეა მომდინარეობს XVIII საუკუნეში შარლ-ლუი დე სეკონდა მონტესკიესაგან (1689-1755 წლები).მოგვიანებით კრიტიკოსები დეკადანსის ტერმინს გამოიყენებდნენ,გენიალური ფრანგი მწერლის ვიქტორ-მარი ჰიუგოს (1802-1885 წლები) შემოქმედების და ზოგადად რომანტიზმის “შეურაწყოფისათვის” ან “გამოჯავრებისათვის”. (ავტორი გენია.ჯი) უფრო მოგვიანებით მწერალი-რომანტიკოსები,ისეთები როგორებიც იყვნენ ფრანგი – თეოფილ გოტიე (1811-1872 წლები) და შარლ პიერ ბოდლერი (1821-1867 წლები),ამ ტერმინს იყენებდნენ,როგორც საპატიო ნიშანს და აღიქვამდნენ სიმბოლოდ უარყოფისა იმის,რასაც ისინი თვლიდნენ “ბანალურ პროგრესად”.1880-იან წლებში ფრანგი მწერლების ჯგუფი საკუთარ თავს “დეკადენტებს” უწოდებდა.დიდ ბრიტანეთში ერთ-ერთი უდიდესი დეკადენტი მწერალი – ოსკარ უაილდი გახლდათ (1854-1900 წლები).როგორც ლიტერატურული მოძრაობა დეკადანსი,ეს გარდამავალი ეტაპია რომანტიზმსა და მოდერნიზმს შორის.სხვადასხვაგვარი აღქმის გამო ბევრი ხელოვანისთვის ის მიუღებელი გახლდათ,ხოლო ბევრისათვის კი სრულიად მისაღები და ამ ტერმინს არაერთი ნაშრომიც მიუძღვნეს.დღესდღეობით “დეკადენტად” ბევრი თანამედროვე მწერალი,მუსიკოსი და სხვა დარგის ხელოვანი მიიჩნევს თავს. (ავტორი გენია.ჯი)