ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი – „ეპიზოდი”
კლასიკური მუსიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი ისტორიაში, გენიალური გერმანელი კომპოზიტორი – ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი (1770-1827 წლები), ვინაც ბავშვობის ჟამს ხშირად ხდებოდა ცემის ობიექტი ალკოჰოლიკი მამის მხრიდან თითოეული არასწორად აღებული ნოტის გამო, სამწუხაროდ, დაავადებებისადმი განსაკუთრებული მიდრეკილებებით გამოირჩეული ხელოვანი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ლუდვიგს თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწუხებდა ისეთი ავადსახსენებელი დაავადებები, როგორებიც გახლავან – კოლიტი, რევმატიზმი, ტიფი, არტერიების ანთებითი დეგენერაცია, რევმატული ცხელება, ქრონიკული ჰეპატიტი, ოფთალმია, რიგი კანის დაავადებებისა… თუმცა ყველა ამ ავადმყოფობათაგან მუსიკის მეტრს მაინც ყურთასმენაზე წარმოქმნილი პრობლემები სტანჯავდა. ყურთასმენის დაკარგვა კი მან სულ რაღაც ოცდახუთიოდე წლის ასაკში დაიწყო… 46 წლისა კი სრულიად და საბოლოოდ გამოეთხოვა ყურთასმენას.
ცნობილი ფაქტია, რომ ბეთჰოვენის შემოქმედებაზე თავდავიწყებით იყო შეყვარებული პიანინოების მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მანუფაქტურის – „John Broaders & Sons”-ის დირექტორი – ტომას ბროდვუდი. ამიტომაც გადაწყვიტა, თავისი კუმირი კომპოზიტორისათვის საუკეთესო საჩუქარი გაეკეთებინა. შედეგად, მან საკუთარი ხელით, დახვეწილი გემოვნებითა და გამაოგნებელი ოსტატობით დაამზადა ერთობ მდიდრული პიანინო, რომელიც შემდგომ ბეთჰოვენს გადაუგზავნა ბინაზე მისდამი დიდი პატივისცემისდა ნიშნად. ლუდვიგი საჩუქარმა კი გაახარა, მაგრამ სიყრუის გამოისობით, სამწუხაროდ, ამ უნიკალური მუსიკალური ინსტრუმენტის ჟღერადობა არასოდეს მიწვდენია მის ყურთასმენას. – (ავტორი გენია.ჯი)