რაულ ამუდსენი – „ეპიზოდი”
„პოლარული ქვეყნების ნაპოლეონი” – ასეთი მრავლისმეტყევლი სახელი შეურჩია ბრიტანელმა ბიოგრაფმა – როლანდ ჰანტფორდმა სამხრეთი და ჩრდილოეთი პოლუსის ყინულებში პირველ ფეხის დამდგმელს ისტორიაში, ერთ-ერთ უდიდეს ნორვეგიელ პოლარეთის მკვლევარსა და მოგზაურს – რაულ ამუნდსენს (1872-1928 წლები). იმისათვის, რომ ისედაც კაჟივით ჯანმრთელს, თავისი ჯანმრთელობა კიდევ უფრო გაეკაჟებინა, ადრეულ წლებშივე მიიღო გადაწყვეტილება ცხოვრება – სპარტანულად განეგრძო. (ავტორი გენია.ჯი) ამ უმკაცრეს ცხოვრებისეულ წესს ამუდსენი 15-16 წლის ასაკიდან შეუდგა და მას შემდეგ სიკვდილამდე არც დაუგდია. მკაცრი დიეტა, ფიზიკური ვარჯიშები, ძილი – სუფთა ჰაერზე (მათ შორის – ზამთარშიც), რეგულარული ხანგრძელი გასვლები თხილამურებით… სხეულის სწორედ ასეთმა მკაცრმა წრთობამ შეუწყო დიდწილად რაულს ხელი, თავისი დიდებული მიღწევებით, საბოლოო ჯამში, უკვდავეყო საკუთარი სახელი. ის კი არადა, რომ არა მისი შესაშური ფიზიკური შესაძლებლობები (რაული სიმაღლეში – 1,80 მეტრი იყო), იგი პოლარულ დათვსაც ვერ გადაურჩებოდა (გაუმკლავდებოდა), რომელიც მას ერთ-ერთი მოგზაურობის დროს დაესხა თავს. – (ავტორი გენია.ჯი)