ჟორჟი ამადუ – „ეპიზოდი”
„ბრაზილიური კულტურის მსოფლიო დესპანად” წოდებული დიდი ბრაზილიელი მწერალი – ჟორჟი ამადუ (1912-2001 წლები), ვისაც ახლო მეგობრობა აკავშირებდა ისეთ კორიფეებთან, როგორებიც გახლდნენ – პაბლო პიკასო და ჟან-პოლ სარტრი, კითხვას მეტად უჩვეულოდ დააჩვია თავის დროზე დედამ. (ავტორი გენია.ჯი) ეულალი ლეალმა თავის ვაჟს კითხვა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, – გაზეთებიდან შეასწავლა და არა ანბანის წიგნებიდან. ასე რომ, მომავალი მწერლის პირველი წიგნების ფუნქციას მისი ცხოვრების საწყის ეტაპზე მხოლოდ გაზეთები ითავსებდნენ.
ლიტერატურულ ასპარზზე ამადუ სულ რაღაც თოთხმეტიოდე წლის ასაკში გამოვიდა. მისი დებიუტი 1931 წელს შედგა. დებიუტანტი ლიტერატორის შემოქმედებამ მკითხველში იმთავითვე ჰპოვა მოწონება, რადგან მხატვრულ ოსტატობასთან ერთად ავტორის ნაწარმოებები სოციალური თემატიკის სიუჟეტის შემცველიც გახლდათ. მიუხედავად პოპულარობისა, კომუნისტური იდეოლოგიის მხარდამჭერი ლიტერატორი ორჯერ (სხვადასხვა პერიოდებში) მაინც იქნა გაძევებული სამშობლოდან. შედეგად, ამადუს პოლიტუკური მოტივების გამოისობით, გარკვეული პერიოდის გატარება იძულებით ემიგრაციაში მოუხდა.
გახმაურებული რომანის – „ქვიშის კაპიტნების” თავმდაბალმა ავტორმა 1967 წელს თავისი კანდიდატურა ოფიციალურად ამოაღებინა ნობელის პრემიით დასაჯილდოებელთა სიიდან. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია სხვა მრავალი ლიტერატურული პრემიით მაინც დაეჯილდოვებინათ იგი.
ბრაზილიელი მწერლის უკანასკნელი სულვილი იყო, რომ გარდაცვალების შემდგომ მისი ცხედრისათვის კრემაცია ჩაეტარებინათ, ფერფლი კი მისთვის უსაყვარლესი და ულამაზესი მანგოს ხის ძირში მიმოებნიათ (იგი ვარაუდობდა, რომ ფერფლი ხელს შეუწყობდა მცენარის კიდევ უფრო გახარებას).
ასე რომ, დიდ ბრაზილიელ მწერალს, პირდაპირი გაგებით, საფლავი არ გააჩნია. – (ავტორი გენია.ჯი)