ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”
1846 წელს გენიალურმა ფრანგმა მწერალმა და სათავგადასავლო ლიტერატურული ჟანრის დიდოსტატმა – ალექსანდრე დიუმამ (1802-1870 წლები) მუშაობა დაასრულა თავის ერთ-ერთ დიდებულ ნაწარმოებზე, სახელწოდებით – „გრაფი მონტე-კრისტო”. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ, სიტყვა „მონტე-კრისტო” ალექსანდრეს მუდამ თან სდევდა და მის ერთგულ თანამგზავრს წარმოადგენდა. ასე მაგალითად: კარიბის ზღვაში, ჰაიტის სიახლოვეს არსებულ პატარა კუნძულს, რომელზედაც დიუმას წინაპრები მამულსა და ქალაქსაც კი ფლობდნენ, მწერლის საპატივცემულოდ – „მონტე-კრისტო” უწოდეს. ანალოგიური სახელი უწოდა დიუმამ პარიზთან ახლოს ახლად აშენებულ თავის ბრწყინვალე ციხესიმაგრეს; „მონტე-კრისტო” უწოდა ფრანგმა ლიტერატორმა მის საკუთრებაში არსებულ იახტასაც; ის უძვირფასესი სამკაული, რომელიც მან თავის საყვარელ ქალიშვილს უსახსოვრა თავის დროზე, იგივე სახელწოდება ჰქონდა მინიჭებული; გარდა ამისა, დიუმამ 1854 და 1867 წლებში დაარსებულ გაზეთებს სახელწოდებებად – „მონტე-კრისტო” შეურჩია; გარდაცვალებამდე მცირეოდენი ხნით ადრე, კუბური სიგარების ცნობადმა მწარმოებელმა, რომელიც დიუმას შემოქმედების თაყვანისმცემელი გახლდათ, ალექსანდრეს სთხოვა, რომ მის მიერ წარმოებული ერთ-ერთი პროდუქციისათვის პირადად მიენიჭებინა სახელი. ფრანგმა მწერალმა ამჯერადაც თავისი არჩევანი მისთვის ერთგვარ სიმბოლოდ ქცეულ „მონტე-კრისტო”-ზე შეაჩერა. დღეისათვის, აღნიშნული მარკის სიგარა პრესტიჟულად არის მიჩნეული და მისი შეძენა ბევრ ქვეყანაშია შესაძლებელი. – (ავტორი გენია.ჯი)