რობერტ შეკლი – „ეპიზოდი”
გამოჩენილი ამერიკელი მწერალი-ფანტასტი – რობერტ შეკლი (1928-2005 წლები), ავტორი 20 რომანისა და 400 თხზულებისა, თამბაქოს მასიურ მომხმარებელს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) რიგი გადმოცემები ირწმუნებიან, რომ მას ათი წუთითაც კი არ შეეძლო სიგარეტის მოწევის გარეშე გაჩერებაო. პოპულარული ლიტერატორის ეს თვისება საყოველთაოდ იყო ცნობილი, რის გამოც შეკლისდა პატივისცემის ნიშნად, მას უფლება დართეს ყველგან მოეწია იგი. მათ შორის ისეთ ხანძარსაშიშ დაწესებულებებში, როგორებიცაა – ბიბლიოთეკები, ტოპოგრაფიები და არქივები.
მიუხედავად იმისა, რომ თავისი ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში რობერტი 5-ჯერ იყო დაქორწინებული და რამდენიმე შვილიც ჰყავდა, სიცოცხლის უკანასკნელი ეტაპის გავლა მაინც სრულ – მარტოობაში მოუხდა. ამერიკელი მწერალი მაშინ უკვე ხშირად ავადმყოფობდა და ერთობ მოკრძალებულადაც ცხოვრობდა. მკურნალობის პროცესი ფინანსურ სახსრებთან იყო დაკავშირებული, რის გამოც დიდი ხნის განმავლობაში სათანადო მკურნალობას ვერ ახერხებდა. და როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ყოველგვარი სამედიცინო დაზღვევის არ მქონე ჰოსპიტალში იქნა გადაყვანილი, შეკლის მკურნალობის ხარჯების გაღება (10 000 $) თავისი შემოქმედების დიდმა თაყვანისმცემელმა, ერთ-ერთმა უკრაინელმა პოლიტიკოსმა აიღო საკუთარ თავზე. სწორედ ამ უკანასკნელის წყალობით გადაიყვანეს სახელოვანი პაციენტი ამერიკიდან უკრაინაში არსებულ კერძო კლინიკაში და ყველა არსებული სამედიცინო საშუალებით შეეცადნენ მის განკურნებას. მიუხედავად ამისა, შეკლიმ მაინც ვერ დაძლია ავადმყოფობა და სამშობლოში დაბრუნებული, 2005 წლის 9 დეკემბერს, 77 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)