იან ფლემინგი – „ეპიზოდი”

„ლიტერატურის გიგანტი” – ასე მოიხსენიებს დღემდე სუპერჯაშუში ჯეიმზ ბონდის პერსონაჟის ავტორს, დიდ ინგლისელ მწერალსა და ჟურნალისტს - იან ფლემინგს (1908-1964 წლები) სტივენ კინგი. „მე არ მქონდა ნიჭი. მე მქონდა ამბიციები და სურვილები, თუმცა არ გამაჩნდა შესაძლებლობებიო” , – ამას კი თავად იანი ამბობდა საკუთარი პიროვნების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) სიყმაწვილის პერიოდში ფლემინგმა დიპლომატიაში სცადა ბედი. იგი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში სპეციალურად გამართულ გამოცდაზეც კი გავიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგი სწორედ იმ საგანში მიიღო, ანუ ლიტერატურაში, რომელშიაც მოგვიანებით საყოველთაოდ გაითქვა სახელი.

ბრიტანული დაზვერვის ლიტერატორად ქცეული ყოფილი თანამშორელი, ვისმა კალამმაც საერთო ჯამში – 23 რომანი დაწერა, სულ ორჯერ სტუმრობდა „წითელ იმპერიას”. პირველი სტუმრობის ჟამს, ეგზომ პოპულარულმა მწერალმა პირადი თხოვნა გაუგზავნა იოსებ სტალინს: იგი ინტერვიუზე დათანხმების თხოვნით მიმართავდა ბელადს. მისდა გასაკვირად, ესოდენ ავტორიტეტიანმა ნაჯაშუშარმა ჟურნალისტმა სტალინისაგან უარი მიიღო. ამ შემთხვევაში ფლემინგი კიდევ უფრო იმან გააოცა, რომ უარი სტალინის პირადი ხელმოწერის (დასტურის) თანხლებით მიიღო და არა რომელიმე რიგითი სახელმწიფო ბიუროკრატის ხელმოწერით. მას შემდეგ იან ფლემინგს სტალინისათვის ინტერვიუს ჩაწერის თხოვნით აღარასოდეს მიუმართავს. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>