უოლტერ სკოტი – „ეპიზოდი”
მრავალმხრივი ნიჭით მოსილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შოტლანდიელი რომანისტი და პოეტი - სერ უოლტერ სკოტი (1771-1832 წლები), იმთავითვე მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი) სოლიდური ჰონორარები, რომლებიც მისთვის საკუთარ შემოქმედებას მოჰქონდა, შოტლანდიელთათვის სათაყვანებელ ლიტერატორს საშუალებას აძლევდა ღრმა ფუფუნებაში ეცხოვრა. იმ პერიოდში, უოლტერ სკოტის წიგნები ყველაზე დიდი მოთხოვნილებით სარგებლობდნენ მკითხველში, რის გამოც სწორედ მისი ნაწარმოებები იყიდებოდა უფრო მეტად წიგნის ბაზარზე.
ყოველივე ამის ფონზე, ალბათ საკვირველი ფაქტია, რომ ეგზომ პოპულარული მწერლის შემოქმედებით განსაკუთრებულად განხიბლული გახლდათ ისეთი სახელოვანი ინგლისელი მწერალი ქალი, როგორიც იყო – ჯეინ ოსტინი. მას საშინლად სძულდა უოლტერ სკოტიც და მისი შემოქმედებაც. თუმცა ამას, როგორც აღმოჩნდა, რამდენიმე მეტად საინტერესო გარემოება განაპირობებდა, რაც ოსტინის ერთ-ერთ წერილში შემდეგი სახით იყო განმარტებული (ეს ის პერიოდია, როდესაც სკოტმა მისი შემდგომი შედევრი „უევერლი” გამოაქვეყნა): „უმჯობესი იყო, ულოტერ სკოტს საერთოდ არ დაეწერა რომანები. განსაკუთრებით, კარგი რომანები. ეს უბრალოდ არასამართლიანია – მას ხომ უკვე ისედაც აქვს დიდი პოპულარობა და ძალიან ბევრი შემოსავალი საკუთარი შემოქმედებიდან. ასე ხომ იგი ლუკმას აცლის პირიდან სხვა უამრავ ადამიანს. უოლტერ სკოტი მე არ მომწონს”. – (ავტორი გენია.ჯი)
ჯეინ ოსტინი