ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი – „ეპიზოდი”
დიდი ამერიკელი მწერალი – ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი და მისი რჩეული ქალი (ლიტერატორის მეუღლე), შეძლებული ოჯახის პირმშვენიერი ქალიშვილი – ზელდა სეირ ფიცჯერალდი, ექსტრავაგანტული, სკანდალური და ეპატაჟური გამოხდომებით გამორჩეული წყვილი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, თავს გადახდენილი უცნაური ისტორიების რაოდენობით, ისინი ერთგვარ ლიდერებსაც წარმოადგენენ.
ფიცჯერალდების წყვილი იმდენად გამომწვევი და პროვოკაციული იყო, რომ ყოველგვარი მიწვევის გარეშე სტუმრობდნენ წვეულებებს. ასე მაგალითად: დაპატიჟების გარეშე მივიდნენ ჰოლივუდელი მსახიობის – სესტერ ტალმიჯის საპატივცემულოდ გამართულ ბალ-მასკარადზე. კარგად შეზარხოშებულმა ფიცჯერალდების წყვილმა ამ შემთხვევაშიც განაცვიფრა ხალხი თავისი გამაოგნებელი საქციელით: ცოლ-ქმარი წვეულებაზე მყოფი საზოგადოების ცენტრში ოთზე დადგა და ძაღლებივით ყეფასა და ყმუილს მოჰყვა მთელი ხმით.
სასტუმროს დატოვების წინ, ფიცჯერალდების წყვილმა თავიანთ ნომერში არსებულ ავეჯის ნივთებზე დატოვეს გადაუხდელი გადასახადების ქვითრები, რომლებზედაც ეწერა, რომ ამის მიზეზი გახლდათ ფრენსისის ახალი ლიტერატურული ქმნილების გამოქვეყნებაზე გამომცემლების მიერ უარის განცხადება. შედეგად, უჰონორაროდ და, მაშასადამე, უფულოდ დარჩენილმა ცოლ-ქმარმა ისე დატოვა სასტუმრო, რომ მომსახურების საფასური არ გადაუხდია.
სხვათაშორის, ფიცჯერალდი თავის მეუღლეს უცნობ ადამიანებს ხშირად რატომღაც აცნობდა არა როგორც ცოლი, არამედ როგორც – საყვარელი.
ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი ამერიკელი მწერალი ყოველგვარ კონტროლს კარგავდა საკუთარ თავზე. უზომოდ მთვრალს შეეძლო თავისი ჰალსტუკი ჩამოეჭრა დანით, ან კიდევ, სუპი ჩანგლის გამოყენებით შეეჭამა… ძვრებოდა ხოლმე მაგიდების ქვემოთაც. თუმცა მათზე ასვლაც ძალიან უყვარდა… ჩხუბში რამდენჯერმე ჩაერთო როგორც ტაქსისტებთან, ასევე პოლიციელებთანაც, რაც სკოტმა თავის ერთ-ერთ ლიტერატურულ ქმნილებაში – „ნაზია ღამე”-ში აღწერა კიდეც. – (ავტორი გენია.ჯი)