რემბრანდტი – „ეპიზოდი”

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ნიდერლანდური ფერწერის ოქროს საუკუნედ წოდებულ ეპოქაში მოღვაწე შუქ-ჩრდილების დიდოსტატი ნიდერლანდელი მხატვარი - რემბრანდტ ჰარმენს ვან რეინი (1606-1669 წლები), სიძველეების ერთობ აზარტული კოლექციონერი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მის უნიკალურ კოლექციაში წარმოდგენილი იყო თორმეტივე კეისრის მარმარილოსაგან დამზადებული თავები, ხუთი ეგზემპლარი ადრეული საუკუნეების კირასა (ლითონის ორი ფირფიტისაგან შემდგარი ზურგისა და გულმკერდის დამცავი ჯავშანი), დიდებული და უჩვეულო ხელჯოხების სრული ნაკრები, რამდენიმე ძველ ინდური სამოსი, თოჯინები შორეული კუნძულ იავადან, აფრიკული დროშები და სხვა. საკვირველია, თუმცა ფაქტია, ასეთი მდიდარი კოლექციის მქონე ხელოვანს პირად საკუთრებაში სულ რაღაც თხუთმეტიოდე სხვადასხვა ფორმატის წიგნი გააჩნდა. „რემბრანდტის ბიბლიოთეკის თაროები არ ტყდებოდნენ ფოლიანტთა სიმრავლით გამოწვეული სიმძიმისგანო”, – ამიტომაც შენიშნავდნენ ირონიულად მისი თანამედროვეები. ეს კიდევ უფრო მეტ გაკვირვებას იმიტომ იწვევს, რომ ნიდერლანდელი მხატვარი წიგნებს ხშირად გამოსახავდა თავის შედევრ-ტილოებზე. ამ დროს კი, თავად მას ასე ცოტა რაოდენობის წიგნები გააჩნდა. ყოველივე ამის ფონზე, ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოსდა რემბრანდტი არ იყო წიგნის მოყვარული პიროვნება. სინამდვილეში კი, იგი ცოდნის შეძენას მოწყურებული ადამიანი გახლდათ და წიგნებსაც სათანადოდ აფასებდა… უფრორე მაინც – ასაკში შესული. ნიდერლანდელი ხელოვანი განსაკუთრებით მაინც იმ წიგნებს გამოარჩევდა, რომლებიც მისი ინტერესის საგანს წარმოადგენდნენ და აკმაყოფილებდნენ. ასე მაგალითად: რემბრანდტი თავის მთავარ წიგნად – „ბიბლია”-ს მიიჩნევდა. მასში იგი არა მხოლოდ პასუხებს ნახულობდა ცხოვრებისეულ შეკითხვებზე, არამედ ბიბლიურ სიუჟეტებსაც უხვად იღებდა მისგან თავისი შემოქმედებისთვის. – (ავტორი გენია.ჯი)



კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>