ლალშანკარ დავე ნარმადაშანკარი
ლანშანკარ დავე ნარმადაშანკარი - ცნობილი ასევე,ფსევდონიმით – “ნარმადი”,დაიბადა 1833 წლის 24 აგვისტოს სურატში (გუჯარატის შტატი).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ინდოელი მწერალი,ლიტერატურათმცოდნე,თეატრალური მოღვაწე და თანამედროვე “გუჯარული ლიტერატურის” ფუძემდებელი.ამასთანავე ნარმადის მოღვაწეობა გამოირჩეოდა ქალთა უფლებების დაცვისა და ზოგადად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხითაც.წერდა გუჯარულ ენაზე.პროფესიით პედაგოგი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) გამოდიოდა სოციალური რეფორმების ჩატარების მოთხოვნით.მოუწოდებდა მუსულმანებსა და ინდუსებს,შეეწყვიტათ ერთმანეთში დაპირისპირება.საზოგადოებრივი ცხოვრების ტემპით ნარმადი,მართლაც ძალიან აქტიური მოღვაწე იყო.ასევე აქტიურად იყო ჩართული ლიტერატურულ ხელოვნებაში.მის კალამს ეკუთვნის პოემები – “გამარჯვება შენ,ამაყო გუჯარადო” და “ამბავი წელიწადის დროების შესახებ”,დაწერილი 1861 წელს.ასევე იგი ავტორია პიესებისა,რომლებშიც ფართოდ არის წარმოდგენილი “ინდური ეპოსები”,მაგალითად 1878 წელს დაწერილი პიესა “დრაუპადი დარშანი”,”რამასა და სიტის შეხვედრა”,დაწერილი 1886 წელს და სხვა პიესები.მონაწილეობა მიიღო სამოყვარულო თეატრალური დასის დაარსებაში. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია,რომ მან გუჯარულ ლიტერატურაში შეიტანა და დაამკვიდრა – ბიოგრაფიის,ესსეების და კრიტიკული განხილვების ჟანრები.ამ ჟანრების მიხედვით დაწერა “ორგანიზაციის უპირატესობა” და “ავტობიოგრაფია” 1866 წელს.1864-1870 წლებში შეადგინა პირველი ლექსიკონი გუჯარული ენისა.გუჯარული ლიტერატურის ისტორიაში ერთ-ერთი დიდი მწერალი ლალშანკარ დავე ნარმადაშანკარი გარდაიცვალა ბომბეიში 1886 წლის 26 თებერვალს.მისი ნაწარმოებები და შეხედულებები კი დღესაც ფართოდ გამოიყენება ინდურ საზოგადოებაში. (ავტორი გენია.ჯი)