სოკრატეს ნააზრევი…
„არც უსამართლობით უნდა მიაგო სანაცვლო უსამართლოს და არც ბოროტებით აზღვევინო სიავე ბოროტს, ვინაიდან არასოდეს არ ჩაითვლება მართებულად არც უსამართლო ქცევა და არც უსამართლოსათვის – უსამართლობით, ხოლო ბოროტისათვის – ბოროტებით ნაცვლის მიგება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე არავის მასწავლებელი არ ვყოფილვარ არასდროს. ხოლო თუ ვინმეს, სულ ერთია მოხუცსა თუ ახლაგაზრდას, მოუსურვებია მოესმინა ჩემი საუბარი და დაჰკვირვებოდა, როგორ ვაკეთებ ჩემს საქმეს, არასოდეს არავისთვის მითქვამს უარი, ვერავინ იტყვის, რომ მხოლოდ ფულის გულისათვის ვსაუბრობ, ხოლო უფულოდ არასოდეს მისაუბრია”.
* * *
„მე მირჩევნია დავრჩე იმად, რაცა ვარ”.
* * *
„ვაი რომ ფული არა მაქვს”.
* * *
„სხვისა სხვამ იცის”.
* * *
„ – მართლაც, თუ მომკლავთ, სადღა ჰპოვებთ ჩემნაირ კაცს, რომელიც – სასაცილოა ღმერთმანი, თვითონ უფალმა მიუჩინა ამ ქალაქს, როგორც ძლიერსა და კეთილშობილ, მაგრამ მეტისმეტი სიმსუქნისაგან გაზარმაცებულსა და გაზულუქებულ ცხენს, რომელსაც უჭირს განძრევა, თუ აბეზარი კრაზანა თავისი ბასრი ნესტრით, როგორც წვეტიანი დეზებით, არ უწყლავს ფერდებს”.
* * *
„თუ თავის იმედი გაქვს, ილაპარაკე”.
* * *
„ – უკვე დროა წავიდეთ: მე – რათა მოვკვდე; თქვენ – რათა იცოცხლოთ. ხოლო ვისი ხვედრია უკეთესი, არავინ უწყის, გარდა უფლისა”. – (ავტორი გენია.ჯი)