პრინცი ფილიპ მაუნტბატენი – „ეპიზოდი”
„გულწრფელად გითხრათ, მერჩივნა ფლოტში დავრჩენილიყავი და უბრალო საზღავო ოფიცერი ვყოფილიყავიო”, – ამბობდა სიცოცხლის დაისის ჟამს მყოფი გაერთიანებული სამეფოს სკანდალურად ცნობილი პრინც-კონსორტი, ელისაბედ II-ის მეუღლე – ფილიპ მაუნტბატენი (1921-2021 წლები). (ავტორი გენია.ჯი) „ის მართლაც რომ შესანიშნავი მეზღვაური იყო. ის რომ არ გამხდარიყო ის, რაც გახდა, ახლა ჩემს ნაცვლად თავად უხელმძღვანელებდა ფლოტსო”. – ეს სიტყვები კი მეზღვაურობაზე გატაცებული ფილიპის შესახებ მისივე თანაკურსელმა, ბრიტანეთის ფლოტის ადმირალმა – ტერენს ლიუინმა წარმოთქვა თავის დროზე.
ფილიპს ცხოვრებამ საშუალება არ მისცა მისთვის ეგზომ საყვარელი ზღვებისა და ოკეანეების ტალღებში ედრეიფა გამუდმებით და თავდავიწყებით, რადგან მას ბედმა ელისაბედის ქმრობა განუსაზღვრა.
გაგიკვირდებათ და, მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, რომელშიაც იგი თავადაც იღებდა მონაწილეობას, ფილიპს თავისი ორი სიძის წინააღმდეგ მოუხდა ბრძოლაში ჩაბმა: ბერთოლდ ბადენელი, ფილიპის ღვიძლი დის – თეოდორას ქმარი და კრისტოფ ჰესენელი, მაუნტბატენის მეორე დის – სოფიას ქმარი – გერმანიის მხარეზე იბრძოდნენ. სოფიას ქმარი – კროსტოფი კი სულაც „სს”-ის (გესტაპოს) მაღალჩინოსან ოფიცერს წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოების გამო, ავი ენები ფილიპს ნაცისტებთან ფარულ გარიგებაში სდებდნენ ბრალს, თუმცა სრულიად უსამართლოდ. იგი ხომ პირადად ებრძოდა მსოფლიოს „შავ ჭირად” ქცეულ ნაციზმს.
ელისაბედთან თანაცხოვრებაში ფილიპს პირველად ვაჟი – ჩარლზი შეეძინა. როდესაც მას აუწყეს, რომ მის ვაჟიშვილს დედის გვარი – უინძორი უნდა მისცემოდა, სკანდალური გამოსვლებით ცნობილი პრინც-კონსორტი ძალიან გაბრაზებულა. „მე – ამება ვარ. მე ერთადერთი ადამიანი ვარ ამ ქვეყანაში, რომელსაც არ შეუძლია თავის შვილებს საკუთარი გვარი მისცესო”, – დაუჩივლია მაშინ განაწყენებულს. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, მას შემდეგ, რაც მაუნტბატენი ეგზომ სახელოვანი პიროვნება გახადა ელისაბედის მეუღლეობამ, მან 170 ქვეყანაში იმოგზაურა, 5 496-ჯერ გამოვიდა საჯარო სიტყვით და 800-მდე საქველმოქმედო ორგანიზაციას გაუწია პატრონაჟი.