„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ზოგი რამ ჩვენი ბრალია: ყოველი ყორანი ორბად უნდა მივიღოთ!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუკი მოვიძიებთ, შეიძლება ვიპოვოთ ისეთებიც, ვინც თავს იტყუებს, ვისაც თუნდაც ერთი თავი აქვს, მაგრამ სამაგიეროდ აქვს სამი სახე”.
* * *
„კეტითაც შეიძლება მტერი დაამშვიდო, თუ ტყეში თვითონ მოჭრი”.
* * *
„ეჰ-ეჰ-ჰე… ოქროს ყოველთვის როდი მოაქვს ბედნიერება!”
* * *
„ნათქვამია, მიუხვედრელობა მორიელზე მავნებელიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„განა ოდესღაც მესხები ქართველთა ნაღები არ იყვნენ? ახლა კი!”
* * *
„ზოგიერთი ეჭვი სასაცილოა”.
* * *
„სატანა ზოგჯერ სიმართლეს ამბობს. ღმერთმა დაუფიქრებლად გაჰყო ადამიანები ჭკვიანებად და სულელებად. ჭკვიანები მბრძანებლობენ, ხოლო სულელები ტყავში ძვრებიან და იძლევიან კეთილი ღვთის დოვლათს. ჭკვიანები ჯერ არ მოსულან, ხოლო სულელები ჰაერს უკვე აქცევენ საკმევლად”.
* * *
„გველის შხამით სავსე, მელური ლიქვნელობით და მგლური ფიქრებით… აი რას შეიცავს მეფის ციხე-დარბაზი”…
* * *
„ბედნიერია ის, ვინც არ იცის, თუ რა არის ბედნიერება”… – (ავტორი გენია.ჯი)