აგათა კრისტი – „ეპიზოდები”
მებაღეობა მართლაც რომ სამეფო ხელობაა. ამას ის მრავალი ფაქტი მოწმობს, რომლითაც სავსეა კაცობრიობის ისტორიის მრავალნატანჯი ფურცლები. (ავტორი გენია.ჯი) მეფეებისა და იმპერატორების გარდა, მებაღეობით, მცენარეულობის მოყვარეობითა და სოფლის მეურნეობით, სხვა უამრავი ცნობილი ადამიანიც იყო გატაცებული. მაგალითად, ჯორჯ ორუელი, „1984″-ის ლეგენდად ქცეული ავტორი; „მაუგლის” შემოქმედი ნობელიანტი ლიტერატორი – რედიარდ კიპლინგი; „რაინდად” ნაკურთხი დიდი შოტლანდიელი მწერალი – სერ უოლტერ სკოტი და სხვანი და სხვანი.
მათივე მსგავსად, მცენარეულობის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნდა დიდებულ ინგლისელ მწერალ ქალს – აგათა კრისტისაც. „დეტექტივების დედოფლად” წოდებული ლიტერატორი ხშირად აღწერდა ხოლმე ამა თუ იმ ბაღს თავის ნაწარმოებში, რადგან თვითონაც ძლიერ უყვარდა ყვავილების მოშენება-მომრავლება.
1938 წელს აგათამ და მისმა არქეოლოგმა მეუღლემ გრინვეის საგრაფოში შესანიშნავი მამული შეისყიდეს. რამდენიმე ხანში, ფლორისა და ფაუნის მოყვარულმა ქალმა იგი საკუთარი ხელით ნამდვილ ბაღნარად გადააქცია. ყველაზე მეტად მაინც კრისტის ეგზოტიკური ხე-ბუჩქები მოსწონდა. ამიტომაც იყო მის ბაღში მრავლად მიმოზები, პუიები, მაჰონიები. ამას გარდა, აგათას ბაღნარში ხარობდა 50 ძირი ევკალიპტი და გიგანტური რედოდენდრონები. თუმცა მათ შორის, ინგლისელ მწერალს ქალს განსაკუთრებით მაინც ჩაისებრთა ოჯახის ულამაზესი ყვავილოვანი მცენარე – კამელია უყვარდა. ამიტომაც მის ბაღში ყველაზე მრავლად კამელია იყო წარმოდგენილი: სულ 200 სახეობის…
დროთა განმავლობაში, აგათა კრისტი იმდენად დახელოვნდა მებაღეობაში, რომ ადგილობრივ გამოფენაზე რამდენჯერმე გამარჯვება მიანიჭეს და პრიზებითაც დააჯილდოვეს. – (ავტორი გენია.ჯი)
აგათა კრისტის სახლის ფასადი (შესასვლელი)