სტენდალი – „ეპიზოდი”
გენიალური ფრანგი მწერლისა და ფსიქოლოგიური ლიტერატურული ჟანრის ფუძემდებლის, „სტენდალად” წოდებული – ანრი მარი ბეილის (1783-1842 წლები) შემოქმედებას ბევრი ვერას უგებდა რასმე. (ავტორი გენია.ჯი) „მე ვწერ რამდენიმე რჩეული ბედნიერისთვისო”, – ამიტომაც შენიშნავდა ხოლმე იგი მრავლისმეტყველად. და რადგანაც ვერავინ იგებდა „პარმის სავანის” ავტორის შემოქმედებას, ვერც სახელი გაითქვა და ვერც წარმატებას ვერ მიაღწია ლიტერატურულ ასპარეზზე. მიუხედავად უღიარლობისა, სტენდალი კვლავაც ძველებურად აგრძელებდა მუშაობას თავის დიდებულ ნაწარმოებებზე. თუმცა კი იმ იმედით, რომ ოდესღაც სათანადოდ დააფასებდნენ მის ნაღვაწს.
1842 წლის 23 მარტს, სტენდალი განმეორებით ინსულტს ემსხვერპლა. მისი სახელი, როგორც ერთ-ერთი რიგითი მწერლისა, XIX საუკუნეში შედგენილ „დიდ უნივერსალურ ლექსიკონში” კი შეიტანეს, თუმცა იგი მასში არც თუ ისე სახარბიელოდ იყო დახასიათებული – „სტენდალს არ გააჩნდა არც დიდი მწერლისათვის, არც დიდი მოაზროვნისა და არც დიდი კრიტიკოსისათვის დამახასიათებელი მონაცემებიო”.
ადრეულ პერიოდში ყველასათვის უცნობი და უავტორიტეტო ფრანგი მწერალი მხოლოდ 1880 წელს იქნა „აღმოჩენილი”. „აღმოაჩინეს” და აქციეს კიდეც ერთგვარ კულტად. – (ავტორი გენია.ჯი)