ოთარ ჭილაძე წერდა…
„მე აღმოვაჩინე, რომ საერთოდ ადამიანია მონა; რომ მისი ბუნება ძირითადად მონურია – ან სხვას ემონება, ან საკუთარ თავს; სხვანაირად არ შეუძლია, თუმცა, ისევე როგორც ჭიანჭველებში, ადამიანებშიც არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც, რატომღაც არ მიდიან იქით, საითაც დანარჩენები მიისწრაფიან; ხოლო, რაკი არ მიდიან იქით, საითაც დანარჩენები, შეიძლება, როდისმე წესადაც იქცეს, ანუ, ყველამ ის აკეთოს მხოლოდ, რაც თავად მიაჩნია სწორად, რაც კი არ დაავალეს, თავად დაივალა”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„სიკეთე ყოველთვის სიკეთე არ არის. ის, შეიძლება, საზარელ ბოროტებადაც იქცეს, მით უფრო ვიღაცის მიერ და რაღაცის გამო თავსმოხვეული”.
* * *
„რაკი სიკვდილს გლოვა უხდება, ჩვენც ვგლოვობთ, რაც შეგვიაძლია. ვინც გინდა იყოს – გინდ მტერი, გინდ მოყვარე. გინდა ჩვენიანი, გინდა უცხო – ჩვენთვის სულერთია. თუმცა, ჯერ ისიც ვერ გაგვირკვევია, რატომ ვიქცევით ასე. გარკვევას გლოვა გვირჩევნია და ვგლოვობთ კიდეც ერთნაირი თავგამოდებით”.
* * *
„როგორც არ უნდა გვიჭირდეს, მაინც უნდა გავიღიმოთ”.
* * *
„ხათრი, რას არ გაგაკეთებინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ნათქვამია, ვიდრე არ იქუხებს, კაცი პირჯვარს არ გადაიწერსო”.
* * *
„ყველა თავისას ჭედავს კიდობანს”.
* * *
„ხა, ხა, ხა, ხა. ქართველი გადარჩა. იმიტომ რომ იცინოდა. სხვები სწავლობდნენ, შრომობდნენ, ვაჭრობდნენ, ის კი იცინოდა. ვინც მარტო იცინის, თავს დასცინისო, ნათქვამია, მაგრამ თუკი ყველაფერი წარმავალია, მაშინ ქართველი მართლა სხვებზე ჭკვიანი ყოფილა”.
* * *
„სამშობლოს სახელით ყველაფრის შენიღბვა და გამართლება შეიძლება”.
* * *
„ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვასხვავოთ თავისუფლება თავნებობისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)