ჰენრიკ იბსენი – „ეპიზოდი”
„თანამედროვე თეატრის მამად” წოდებული დიდი ნორვეგიელი დრამატურგი – ჰენრიკ იბსენი (1828-1906 წლები), ვისაც სიდუხჭირის გამოისობით, რამდენიმე ხნის განმალობაში აფთიაქარად მოუხდა მუშაობა, ნებაყოფლობით ემიგრაციაში მთელი 27 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მისი შემოქმედება სამშობლოში არ იქნა დაფასებული, რადგან ბევრი მკითხველი ვერ ჩასწვდა მაშინ სათანადოდ მის შემოქმედებას. შედეგად, მან თავის უმადურ სამშობლოში ყოფნას, მადლიერ უცხოეთში ყოფნა არჩია.
ამ მშვიდი ბუნებისა და სკანდალების მოძულე კაცმა, ვისთვისაც არაკომუნიკაბელურობა, უტყვობა და სერიოზულობა ჩვეული მოვლენა გახლდათ, სიცოცხლის დაისზე პარალიჩი მიიღო, რამაც იგი საწოლზე მიაჯაჭვა. ჰენრიკის მკურნალი ექიმის – ედვარდ ბულის გადმოცემით, სიკვდილის წინ, იბსენთან მთელი მისი ოჯახი შეკრებილა. იმისათვის, რომ ექიმს ოჯახის სასოწარკვეთილი წევრები დაემშვიდებინა, განუცხადებია, რომ ჰენრიკი ახლა გაცილებით უკეთ გამოიყურებოდა, ვიდრე წინა დღეებში. ამ დროს, მათდა მოულოდნელად ავადმყოფი საწოლიდან წამოწეულა, წამოჯდარა და გარკვევით უთქვამს – „პირიქით!” – სამწუხაროდ, აღნიშნული სიტყვა იბსენისათვის უკანასკნელი აღმომჩდარა, რადგან, როგორც კი იგი წარმოუთქვამს, ეგრევე სულიც განუტევებია. გარდაცვალებისას, მძიმედ დაავადებული გენიალური ნორვეგიელი დრამატურგი 78 წლის ასაკში იმყოფებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)