ამონარიდები პლატონის „ადრეული დიალოგები”-დან…
„ვერა გრძნობ, რომ სამშობლო დედაზე, მამაზე და ყველა სხვა წინაპარზეც უფრო ძვირფასია, უფრო წმინდა, უფრო საყვარელი და, როგორც ღმერთის, ისე კაცის თვალშიც, უფრო მეტი თაყვანისცემის ღირსი; ჩვენ ვგულიხმობთ, ცხადია, გონიერ კაცს. ამიტომ მის მიმართ უფრო მეტი მოწიწება, მეტი მორჩილება გვმართებს, ხოლო თუ გაგვირისხდა, უფრო მეტად უნდა დავუთმოთ და დავუყვავოთ, ვიდრე მშობელ მამას; ან უნდა გადავარწმუნოთ იგი, ანდა უყოყმანოდ შევასრულოთ მისი ბრძანება, და თუ რაიმეს მოგვისჯის, უდრტვინველად შევეგებოთ სასჯელს – ბორკილებს, გვემას, შეჩვენებას და, ბრძოლის ველზე – მის მიერ საომრად წარგზავნილნი – სასიკვდილო ჭრილობებს და თვით სიკვდილსაც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – არაფერზე არ ვიტყვი უარს, ოღონდაც უკეთესი გავხდე”.
* * *
„ძნელად ჰპოვებ ვინმეს, ნაბოძარზე რომ ამბობდეს უარს”.
* * *
„ – ჩემის აზრით, ღმერთებზეა დამოკიდებული, გვიბოძონ ისიც, რასაც ვითხოვთ და ჩვენი თხოვნის საპირისპიროც”.
* * *
„განა მოიძებნება ისეთი რამ, რისი არცოდნაც ამა თუ იმ შემთხვევაში უმჯობესი იყოს, ვიდრე ცოდნა?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უმრავლესობას უგუნურს ვუწოდებ, უმცირესობას კი გონიერს!”
* * *
„ბევრმა მრავალი რამ იცის, მაგრამ ყველაფერი ცუდად იცის”.
* * *
„ზოგიერთი რამის არცოდნა ზოგიერთ შემთხვევაში და ზოგიერთი კაცისათვის სიკეთეა და არა ბოროტება”.
* * *
„ღმერთები არ იღებენ პატივისცემას ბოროტ კაცთაგან”.
* * *
„ყველას უნდა ახსოვდეს, რომ მოვა დრო, როცა ამ ქვეყნიდან წასვლა მოუწევს, და მაშინ გვიანღა იქნება სინანულიც უკეთურ საქმეთა გამო და იმის სურვილიც, რომ სამართლიანად იქცეოდეს”… – (ავტორი გენია.ჯი)