„საუთოო მაგიდის” გამოგონების ისტორიიდან…
საუთოო მოწყობილობების შესახებ პირველი ცნობების მოწოდება ჩვ.წ.აღ-ით IX საუკუნიდან იღებს სათავეს. ისტორიულად დადასტურებული ფაქტების თანახმად ირკვევა, რომ ტანისამოსისა და თეთრეულის გაუთოებას ხელი პირველებმა სკანდინავიელმა ვიკინგებმა მიჰყვეს ზემოაღნიშნულ პერიოდში. (ავტორი გენია.ჯი) ისინი საუთოო საშუალებებად ხის ბრტყელ დაფებსა და ნაკვერცხლებზე გახურებულ ქვებს იყენებდნენ, რაც ერთობ შრომატევად პროცესს წარმოადგენდა გასაგები მიზეზების გამოისობით. შესაბამისად, გაუთოებას გაცილებით დიდი ხნით ადრე მიჰყო ხელი კაცობრიობამ, ვიდრე იგი უთოსა და სპეციალურ საუთაო მაგიდას გამოიგონებდა.
მას შემდეგ საუკუნეები გავიდა…
იმის გათვალისწინებით, რომ XIX საუკუნის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებულ სამრეცხაოებსა და სამკერვალოებში ძირითადად შავკანიანი ქალები იყვნენ დასაქმებულნი, გასაკვირიც არ იქნება, რომ პირველი სპეციალიზირებული საუთოო მაგიდის შექმნაც ერთ-ერთ იმათგანთან იყოს დაკავშირებული: პირველი ადამიანი, ვინაც თანამედროვე საუთოო მაგიდა გამოიგონა და მასზე პატენტიც აიღო 1892 წელს, ადრეულ პერიოდში მონად ყოფილი და ფორმალური განათლების არ მქონე აფროამერიკელი ქალბატონი, 8 შვილის დედა – სარა ბუნი (1832-1904 წლები) გახლდათ. სწორედ მისი დამსახურების შედეგად გაიმარტივა ადამიანმა მნიშვნელოვნად დაუთოების პროცესი. აქვე საყურადღებოა ისიც, რომ, მიუხედავად ხანგრძლივი დროის გასვლისა, მის მიერ გამოგონებული ინოვატორული საუთოო მაგიდა პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება თანამედროვე პერიოდის საუთოო მაგიდებისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)