კვენტინ ტარანტინო – „ეპიზოდი”
„კინო – ჩემი რელიგიაა, ღმერთი კი – ჩემი მფარველიო”, – განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ბორის პასტერნაკის ლიტერატურული შემოქმედების თაყვანისმცემელმა იტალიური წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა კინორეჟისორმა და მსახიობმა – კვენტინ ტარანტინომ. და მართლაც, მისი განუზომელი ინტერესი კინოსა და ზოგადად, ტელევიზიის მიმართ, ჯერ კიდევ ბავშვობის პერიოდიდან იღებს სათავეს. (ავტორი გენია.ჯი) საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ თანამედროვე კინოხელოვნების მეტრს საშუალო კლასის განათლებაც კი არ მიუღია. 15 წლის ასაკში იგი საშუალო სკოლას საბოლოოდ ისე გამოეთხოვა, რომ ატესტატიც კი არ აუღია. თუმცა ამას თავისი ლოგიკური მიზეზიც გააჩნდა. კერძოდ: სიყმაწვილის ასაკში მყოფი ტარანტინო – დისლექსიით იტანჯებოდა (კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო გაგებით — სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერისა და ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება). აღნიშნული პრობლემის გამოისობით, მომავალ კინორეჟისორს კითხვა, მართლწერა და ციფრების გარჩევა ერთობ უჭირდა. ის კი არადა, კვენტინი მეექვსე კლასამდე დამოუკიდებლად საათის მიხედვით დროის დადგენასაც ვერ ახერხებდა.
სკოლიდან წამოსვლისა და სწავლის შეწყვეტის წინ, ტარანტინო დედას დაჰპირდა, რომ იგი დაუყონებლიც იშოვიდა სამსახურს. აკი იშოვა კიდეც: კვენტინის პირველი სამუშაო ადგილი გახდა ადგილობრივი პორნო-კინოთეატრი, სადაც იგი ბილეთების გამყიდველად იქნა აყვანილი სალაროში. – (ავტორი გენია.ჯი)