სოკრატე – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ძველ ბერძენი ფილოსოფოსისა და რიტორის – სოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 469-399 წლები) მამა – სოფრონისკე, პროფესიით მოქანდაკე და ქვისმთლელი კაცი გახლდათ, ხოლო დედა – ფენარეტე კი – ბებიაქალი (მეანი). (ავტორი გენია.ჯი) მისი მშობლები ღარიბები იყვნენ, რის გამოც იგი სიჭაბუკის ხანაშივე დაკავდა საქმიანობით. კერძოდ, თვითონაც მამამისის ხელობით დაკავდა. შედეგად, თუ მისი თანატოლები სიჭაბუკეში ამთავრებდნენ სწავლა-განათლების მიღებას, სოკრატემ სათანადო და შესაშური განათლების მიღება შედარებით უფრო გვიან დაიწყო და არც შეუწყვეტია მთელი თავისი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში. შეიძლება ითქვას, რომ მან თავად იზრუნა თვითაღზრდასა და განათლებაზე, რადგან მის მშობლებს ამისათვის არც დრო ჰქონდათ და არც ფინანსური შესაძლებლობა. მოგვიანებით, საქვეყნოდ სახელგანთქმული ფილოსოფოსი, ვის მოძღვრებებსაც უამრავი მიმდევარი გააჩნდა, ასეთ რამესაც იტყვის – „დედაჩემი ქალებს ამშობიარებდა, ხოლო მე სიბრძნეს ვაშობინებ კაცთა სულებსო”. – რაშიც რთული იყო არ დათანხმებოდი გენიალურ ძველ ბერძენ ფილოსოფოსს. – (ავტორი გენია.ჯი)