აშშ-ის არმია – „ეპიზოდი”
არმია – ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახელმწიფო ინსტიტუტია. თქვენ წარმოიდგინეთ, იგი გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე თვით – ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო! (ავტორი გენია.ჯი) ამ უცნაურ გარემოებას შემდგომი ისტორიული ფაქტიც ადასტურებს: 1775 წლის 14 ივნისს, მეორე კონტინენტალურ კონგრესზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, ჯორჯ ვაშინგტონის მეთაურობით ჩამოყალიბებულიყო კონტინენტალური არმია. ეს ის პერიოდი გახლდათ, როდესაც აშშ-ს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ ჰქონდა გამოცხადებული. ქვეყანამ დამოუკიდებელობა ოფიციალურად 1776 წლის 4 ივლისს გამოაცხადა. შედეგად, ფორმალურად ამერიკული არმია მანამ იქნა ჩამოყალიბებული, სანამ თავად ამერიკის შეერთებული შტატები შეიქმნებოდა.
პარტიზანული ბრძოლის პრაქტიკაც პირველად აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა გამოიყენეს და მის ფუძემდებლად „ჭაობის მელად” წოდებული ამერიკული არმიის გენერალი – ფრენსის მერიონი სახელდება. ინგლისელებთან ომის პერიოდში, მის დაქვემდებარებაში მყოფი მცირერიცხოვანი ჯგუფები ტყის მასივებში მოულოდნელად თავს ესხმოდნენ მოწინააღმდეგეებს, რის შემდგომაც ისევე ელვისებურად ქრებოდნენ ბრძოლის ველიდან, როგორი ელვისებურადაც გამოჩნდებოდნენ ხოლმე.
საყურადღებოა, რომ აშშ-ის 46 პრეზიდენტიდან ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში 31-მა მათგანმა იმსახურა. მათ შორის 24-მა საომარი პერიოდის მიმდინარეობისას. 15 მათგანს კი სამხედრო სავალდებულო სამსახური საერთოდ არ გაუვლია. ცნობისათვის, ამერიკის შეიარაღებული ძალები 27 წოდების ოფიცრებისაგან შედგება. საერთო ჯამში, ოფიცრობა პირადი შემადგენლობის 14,5 %-ს შეადგენს. – (ავტორი გენია.ჯი)