ეს საინტერესოა…
რთული დასაჯერებელია, თუმცა ფაქტია, რომ ადამიანმა დაწერილი ტექსტების მდუმარედ, უტყვად წაკითხვას ხელი მხოლოდ ჩვ.წ.აღ-ით IV საუკუნიდან მიჰყო. (ავტორი გენია.ჯი) ანტიკურ ხანაში ადამიანები მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღლა კითხულობდნენ დაწერილს (მათ შორის წიგნებს), რადგან ჩუმად, სათავისოდ წაკითხვა ბევრ კითხვას ბადებდა საზოგადოებაში და მიუღებელი რამ გახლდათ. თუ ვინმე რაიმეს წაკითხვას დააპირებდა, იგი ვალდებული იყო, სიტყვიერად გადმოეცა დაწერილი ტექსტი. ის კი არადა, IV-V საუკუნეებშიც, მდუმარედ და უხმოდ წაკითხვის გამო ახსნა-განმარტებას ითხოვდნენ დადგენილი წესის დამრღვევისაგან. ასე მაგალითად: ამბროსიუს ალექსანდრიელს, რომელმაც ერთ-ერთი გაკვეთილის მიმდინარეობისას სიტყვით გადმოცემის გარეშე დაიწყო ტექსტების გადათვალიერება, მისი მოსწავლეები ისე გააკვირვა, რომ მათ მასწავლებლისაგან განმარტების მიღება მოითხოვეს, რატომ მოიქცა ასე. ლუკიანე სამოსატელი, დიმიტრიოს-კინიკელი, ნეტარი ავგუსტინე და სხვანი და სხვანი ირწმუნებოდნენ, რომ ტექსტების წაკითხვა ისტორიის ადრეულ ეტაპებზე, ერთობ „ხმაურიანი” საქმიანობა გახლდათო. ეს უკანასკნელი (ნეტარი ავგუსტინე) კიდევ უფრო შორს მიდიოდა და გადმოგვცემდა, რომ დაწერილის უხმოდ წაკითხვა არა მხოლოდ ახსნა-განმარტებას, არამედ თავის მართლებასაც მოითხოვდა ადამიანის მხრიდანო. – (ავტორი გენია.ჯი)