ლოპე დე ვეგა – „ეპიზოდი”

„ესპანეთის ფენიქსად” წოდებული მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და მდიდარი ლიტერატორი – ფელიქს არტურო ლოპე დე ვეგა ი კარპიო (1562-1635 წლები), ვინაც თავისი სამწერლო მოღვაწეობა სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში დაიწყო კლაუდიანეს პოეზიის თარგმანებით, ალკალას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში შეყვარებული გახლდათ ერთ მადრიდელ გოგონაზე და მასზე დაქორწინებასაც აპირებდა. თუმცა მისდა სამწუხაროდ, სატრფოს მშობლებმა, რიგი მიზეზების გამოისობით, თავისი ქალიშვილის მითხოვებაზე დე ვეგას უარი განუცხადა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულმა გარემოებამ უიღბლო სასიძო იმდენად გაანაწყენა, რომ მალევე მისი უარმყოფელი ოჯახის შესახებ ერთობ შეურაცხმყოფელი სატირა გამოაქვეყნა. თავის მხრივ, ლოპეს მიმართ უკიდურესად განრისხდა მის მიერვე შეურაცხყოფილი ოჯახიც. შედეგად, დე ვეგას საქმე სასამართლოს გადაეცა წარმოებაში. რამდენიმე ხანში, ესპანურმა მართლმსაჯულებამ დრამატურგი დამნაშავედ სცნო და სასჯელის სახით – მადრიდიდან 10 წლით გადასახლება მიუსაჯა. მიუხედავად ამისა, მან მოგვიანებით მაინც მოახერხა მადრიდში მალულად ჩასვლა და მალულადვე  ჯვრის დაწერა თავის ახალ სატრფოზე. თუმცა, აღნიშნული ქორწინება ფელიქსისათვის ერთადერთი საქორწინო აქტი არ აღმოჩნდა: საერთო ჯამში, მრავალრიცხოვანი საყვარლებით გარშემორტყმულმა დრამატურგმა სამჯერ იქორწინა თავისი ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ სამივეჯერ ქვრივად აქცია ბედისწერამ.

პირადი ტრაგედიებით სასოწარკვეთილ ლიტერატორს სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში არა მხოლოდ მხედველობა, არამედ განსჯის უნარიც წაერთვა. 1635 წლის 27 აგვისტოს კი სულაც გარდაიცვალა. „პოეზიის ოკეანედ” წოდებული ლოპე დე ვეგას გარდაცვალებამ ესპანეთში საყოველთაო გლოვა გამოიწვია. სახელოვანი თანამემამულე მთელმა ქვეყანამ დაიტირა. სამწუხაროდ, ესოდენ სახელოვანი ესპანელი დრამატურგის საფლავმა დღევანდელ დღემდე ვერ მოაღწია, რადგან წმინდა სებასტიანეს ტაძარი, სადაც მისი ნეშტი განისვენებდა, 1937 წელს ფაშისტების მიერ იქნა აფეთქებული. – (ავტორი გენია.ჯი)

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>