საბავშვო ლიტერატურა – „ეპიზოდი”
საბავშვო წიგნის საერთაშორისო დღე – დაარსებული იქნა 1967 წელს და მას შემდეგ იგი ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული თარიღი სპეციალურად იქნა შერჩეული, რადგან სწორედ რომ 2 აპრილს მოევლინა თავის დროზე ქვეყნიერებას ერთ-ერთი უდიდესი დანიელი მეზღაპრე – ჰანს კრისტიან ანდერსენი. საბავშვო წიგნის საერთაშისო დღის დაარსების ინიციატორი გახლდათ ცნობილი გერმანელი მწერალი ქალი – იელი ლეპმანი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ნობელის პრემიით დაჯილდოების ისტორიაში ჯერ არც ერთხელ არ დაფიქსირებულა შემთხვევა, როდესაც ეს პრესტიჟული ჯილდო გადაცემოდეს რომელიმე მწერალს – საბავშვო ლიტერატურაში შეტანილი წვლილისთვის.
აქვე გაცნობებთ იმასაც, რომ საბავშვო ლიტერატურის ჟანრს საფუძველი საკმაოდ მოგვიანებით, კერძოდ კი – XVII საუკუნის შუა ნახევარში ჩაეყარა. – (ავტორი გენია.ჯი)