პუბლიუს ფლავიუს ვეგეტიუს რენატიუსი
პუბლიუს ფლავიუს ვეგეტიუს რენატიუსი - მოღვაწეობდა ჩვ.წ.აღ-ით IV-V საუკუნეებში.იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდეს რომაელ სამხედრო ისტორიკოსსა და თეორიტიკოსს.390-410 წლებში დაწერა ტრაქტატი,სახელწოდებით – “სამხედრო საქმისათვის”,რომელიც გახლავთ პირველი სრულყოფილი და სისტემატიური ნაშრომი რომაული სამხედრო-საბრძოლო ხელოვნებისა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ მის ორიგინალურ ვერსიას ჩვენამდე არ მოუღწევია,სხვადასხვა ძველი რომაული წყაროებიდან,მაინც იქნა ზოგადი ინფორმაცია შემორჩენილი მასზე.ტრაქტატი შედგებოდა ოთხი წიგნისაგან,რომელიც თავის მხრივ 118 თავად იყო დაყოფილი.მასში განხილული გახლდათ რომაული სამხედრო-საბრძოლო ხელოვნების ყველა აუცილებელი ნიუანსი.ასევე მასში შეტანილი იყო თავად ტრაქტატის ავტორის – ვეგეტიუსის (ავტორი) წინადადებები – “არმიის რეორგანიზაციის” თაობაზე. (ავტორი გენია.ჯი) ტრაქტატში ასახულია ძველრომაული საბრძოლო მომზადების სხვადასხვა მეთოდები,ორგანიზაცია,შეიარაღება,საბრძოლო წყობა და ტაქტიკური ტექნიკა.მასში ფართოდ მიმოხილულია,ომის წარმოების,ლოჯისტიკის,თავდაცვის,ციხესიმაგრეების ალყისა და საზღვაო ბრძოლის სხვადასხვა საშუალებები.აღსანიშნავია,რომ პუბლიუს ფლავიუს ვეგეტიუს რენატიუსის ტრაქტატი – “სამხედრო საქმისათვის”,ფართოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეების მრავალ ქვეყანაში და რიგ ქვეყნებში,იგი სერიოზულ სამხედრო სახელმძღვანელოდაც განიხილებოდა. (ავტორი გენია.ჯი)