ოთარ ჭილაძე წერდა…
„უმანქანოვ, ნუ გშურს მანქანიანისა!” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენ ჯერ ისიც არ ვიცით, სად ვეძებოთ ჩვენი სული. ჰაერში? ღრუბლებში? წამში? ღვინოსა თუ ჩაქაფულში? სად არის?”
* * *
„ – თქვენ გაკვირვებას გამოთქვამთ, ქართველი ბატონიშვილი ქართულად ვერ ლაპარაკობსო. არ გცოდნიათ საკუთარი ისტორია, არც საკუთარი ბუნება. საქართველოს ერთ-ერთ უკანასკნელ ბატონიშვილს, დარეჯან დედოფლის სასახლის მონარჩენი აივნიდან რომ გადმოუხედავს თბილისისთვის, გულწრფელად წამოსცდენია: ღმერთო, რა უცხოა აქაურობაო! ჩვენი ბატონიშვილები რახანია ან რუსულად ლაპარაკობენ, ან ფრანგულად, ან ესპანურად, ან ინგლისურად. ქართულად ვერა. რას ვიზამთ, ასე მოხდა”.
* * *
„მეცნიერება ვალშია ბუნებასთან. ვალში კი არ არის, დამნაშავეა ბუნების წინაშე”.
* * *
„მარტო ღმერთის იმედზე ყოფნა”… – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დღეს მუშას კი არა, პროფესორს ვერ ააღებინებ ხელში წიგნს”.
* * *
„ოჯახი ის ასპარეზი გახლავთ, სადაც ადამიანები ერთმანეთს კი არა, ერთმანეთის სისუსტეებს, ერთმანეთის სნეულებებს, ერთმანეთის შიშებს, ერთმანეთის სიმარტოვეებს, სიმდაბლეებსა და სიგლახეებს ერკინებიან და, შეძლებისდაგვარად, გარკვეულ წარმატებებსაც აღწევენ, რაღა თქმა უნდა, თუკი მართლა უყვართ ერთმანეთი და თუკი მართლა სჯერათ ერთმანეთისა”.
* * *
„სულ იმის გარკვევას ვცდილობ, რატომ ხდება, რაც ხდება და რატომ არ არის ცხოვრება ისეთი, როგორიც შეიძლებოდა ყოფილიყო”.
* * *
„არაფერი გვეშველება, ვიდრე უმრავლესობის აზრს კი არა, საღ აზრს არ მოვუხმობთ, ბოლოს და ბოლოს”.
* * *
„ასეთი გახლავთ ეგრეთწოდებული განვითარებული ცივილიზაციის სიავკარგე – მანქანა და სუფთა ჰაერი ერთად არ თავსდება. ხოლო ადამიანი უმალ უჰაერობით ამოიხრჩობა საკუთარ მანქანაში, ვიდრე იქიდან გადმოვა თავის ნებით”. – (ავტორი გენია.ჯი)