დემეტრიუს ფალერელი – „ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ფუძემდებელი”
ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებულ ქალაქ ალექსანდრიაში ეგვიპტის სახელოვანი მეფის – პტოლემე I სოტერის მმართველობის ჟამს ფუძე ჩაეყარა დღეისათვის ლეგენდად ქცეულ ისეთ საგანმანათლებლო ცენტრს, როგორიც იყო – „ალექსანდრიის ბიბლიოთეკა”. (ავტორი გენია.ჯი) აქვე, ცნობისათვის: მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ალექსანდრია გახლდათ პირველი ქალაქი, რომელიც სრულყოფილად ქვისაგან წარმოადგენდა ნაგებს. დიდი მაკედონელის მიერ დაარსებულ ქალაქში არც ერთი ხის ნაგებობა არ იდგა. რიგი ისტორიული დოკუმების მტკიცებით, ამ უნიკალური ბიბლიოთეკის გახსნაში სტრატონთან ერთად, უდიდესი წვლილი დაუდია სახელგანთქმულ ძველ ბერძენ სწავლულსა და სახელმწიფო მოღვაწეს – დემეტრიუს ფალერელს (ძვ.წ.აღ-ით 350-283 წლები). თავის დროზე, დემეტრიუსი გენიალური თეოფრასტეს მოწაფეს წარმოადგენდა და, შედეგად, დიდებული ცოდნაც ჰქონდა მისგან შეძენილი. ამას ისიც კარგად მოწმობს, რომ სწორედ ფალერელის სახელთან ასოცირდება ალექსანდრიის ბრწყინვალე ბიბლიოთეკის დაარსება. ბიბლიოთეკისა, რომელიც 10 უზარმაზარი სამკითხველო დარბაზისგან და მკვლევარებისათვის განკუთვნილი უამრავი ოთახისგან შედგებოდა.
დემეტრიუსი ათენს მთელი 10 წლის განმავლობაში განაგებდა. ამ ხნის განმავლობაში მან ძალიან ბევრი კანონი გამოსცა. მათ შორის, ერთ-ერთი კანონი ჭირისუფალს უკრძალავდა თავისი მკვდრის მდიდრული ცერემონიალის თანხლებით დაკრძალვას. მისი მმართველობის ჟამს, ათენში, გარდა 90 000 ბერძენი მოქალაქისა, 45 000 დაშვებული უცხოელი და 400 000 მონა ცხოვრობდა.
საინტერესო და ალბათ საკვირველიც არის ის ფაქტი, რომ ალექსანდრიის დიდებული ბიბლიოთეკის დამაარსებელი პერსონა – მოდის კანონმდებლად იყო მიჩნეული ათენში. სწორედ იგი წარმოადგენდა იმ პირველ ათენელს, ვინაც ჭაღარა თმა შეიღება თავზე (ამისათვის მას წყალბადის ზეჟანგი გამოიყენებია)… თმის შეღებვა დაიწყო.
მოგვიანებით იგი მოხსნილი იქნა თანამდებობიდან, რის შემდგომაც დაწერა ნაწარმოები, რომელშიაც ისტორიაში პირველად – „მფრინავი თეფშები” იყო მოხსენიებული. დემეტრიუსის აღნიშნული ქმნილების სახელწოდება გახლდათ – „ცაზე სინათლის სხივის შესახებ”.
ძვ.წ.აღ-ით 297 წელს ეგვიპტის ფარაონმა – პტოლემე I სოტერმა ფრიად ერუდირებული დემეტრიუსი „ფარაონთა ქვეყანაში” პირადად მიიწვია სამოღვაწეოდ. თავპატიჟი, საბედნიეროდ, ფალერელს არ გაუდია, რამაც განაპირობა კიდეც ალექსანდრიაში მსოფლიო საგანმანათლებლად ქცეული დიდებული ბიბლიოთეკისათვის ფუძის ჩაყრა.
პტოლემე I-ის გარდაცვალების შემდგომ, ერთ დროს დიდ პატივში მყოფი დემეტრიუსი პტოლემე II სოტერის მიერ ალექსანდრიიდან ეგვიპტურ ქალაქ ბუსირისში იქნა გაძევებული, გადასახლებული.
ძვ.წ.აღ-ით 283 წელს ფარაონისაგან მოძულებული ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ერთ-ერთი ფუძემდებელი – დემეტრიუს ფალერელი – შხამიანმა გველმა დაგესლა, რასაც მისი გარდაცვალება მოჰყვა თან. – (ავტორი გენია.ჯი)