ლევან გოთუა წერდა…
„ნუთუ არც მტკვრისა, არც რიონისა და არც ალაზნის ნაპირებზე ერთიან აზრის ყვავილნი აღარ ხარობენ? ჯეჯილი საერთოის აღარ იმკება? ნუთუ ზოგთ – გაერთიანება მხოლოდ გათავისიანებად გამოესმით?!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მაღალშეგნება ქრისტეს მცნებისა და ერის დუხჭირისა… – ეს უნდა ეწეროს თქვენს პატიოსან ხმლებზე – მაშინ ზედ, უცილობლად, გამარჯვებაც დაიწერება!”
* * *
„ომში მიმავალთ – გულის გამეხება გმართებთ, მაგრამ ზრახვათა გაპირნათლებაც! ღმერთის მოიმედენი წარმავალსა და საეჭვო საფასურებს ნურას მიხედავთ! მიზნის სიმაღლე ნახეთ! გულის სიმაღლე ნახეთ! ძალერთიანობის ძლევამოსილება ნახეთ და ღმერთი… თქვენთანა არს!”
* * *
„ – ფუი ეშმაკს! მაგრამ დამარცხებაც კი… მომავალ გამარჯვების საწინდარია!!”
* * *
„იყო ავბედითი დრო, როცა ირან-ოსმალეთში წყდებოდა, რომელი სვავის ჩრდილი დაეცემოდა „ყველა საქართველოებს”, რომელი ძერა იქნებოდა „ბუნებრივ მოკავშირედ?” ომის მოლოდინში კახეთი ემზადებოდა, შრომობდა, ძველ ნაფუძვრებსა და ნალეკარებს ისევ აშენებდა, წესსა და ადათს ძველებურად მისდევდა, გლოვობდა, უქმობდა და დღესასწაულობდა კიდეც”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მე ძველი წიგნებისა და სიგელ-გუჯრების დიდად პატივისმცემელი ვარ”.
* * *
„ასეთ მზაკვრულ დროს, ოდეს არავინ უწყის, ხვალინდელი მზე რომელი მხრიდან ამობრწყინდება”.
* * *
„მშვილდს ისარი სჭირია, თოფს ტყვია, ორივეს კი შეთანხმებული ძალა და წყობა!”
* * *
„ღმერთმა გაშოროთ – სიმწრისა და სიღარიბის ცრემლი!”
* * *
„არა, მენამცეცე არ გახლავართ!” – (ავტორი გენია.ჯი)