ლევან გოთუა წერდა…
„ეს თუ „გაგვაპატიოსნებს”, მხოლოდ ეს! ერთიან ქართული ზრახვისათვის ცდილობა… რის ხარჯზეც არ უნდა იყოს იგი”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„დიდ უმრავლესობას წვრილბუნებობა სჭირს: „ხასიათში, ზრახვებში, ქცევებში… კვინიხიდან-ტერფებამდე ბნელეთის დაღი და ბზარი აზის… ნახევრად ცუდი, ნახევრად კარგი თვისებანი დააქვთ ხურჯინივით გადაკიდებულ-გადახვეული… ზოგთ – უმცირესთ ცოტა ცუდი, ბევრი კარგი. უფრო კი ბევრი ცუდი, ცოტა კარგი… იოტის ოდენა, ძლივს საპოვნი… როგორც ცხრა შეკვრა ჭილობში დაკარგული წვნიკი თვალი მარგალიტისა”.
* * *
„ადამიანის თვისებათა სულის ჩამდგმელი – ზნეობაა”.
* * *
„გულარხეინობა ბუნებით მძაგს”.
* * *
„რაც უფრო ახლოა ნათესავი, მით უფრო მძაფრია გათიშვა!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არიან ისეთებიც, რომლებიც პატიმრების დანაშაულთა განსჯას კი არ ანდომებენ დროს, არც არვის ამტყუნებენ, ან ამართლებენ… არც ჰპირდებიან რასმე… არამედ პყრობილ ადამიანთა გულებში გაბოროტებას ებრძვიან, სათნოებას აღვივებენ”.
* * *
„რაც სხვამ ხმლით მოიმკას, შენ სიბრძნითა და შორსმარაგიან განზრახვით დაუთავე”.
* * *
„მხოლოდ ბორკილის მჭახე შეჩხრიალი მისწვდა მის სმენას, პატიმრის აქყოფნა ამცნო.
- სანთელი!
- ნება არ არის! „თორღვაული” გახლავთ! ბნელში ჯდომა აქვს მისჯილი!
- სალოცავი სანთელი! ამის დაშლა არავის ძალუძს მიწიერს… მათ შორის მეფესაც. იცოდე ეს!”
* * *
„ერთად ვიკითხოთ დაბადება, ძველსა და ახალს აღთქმას ვეზიაროთ თავით ბოლომდე… იქნებ გულს ემეცნიეროს ღვთიური სიტყვა! მრავალ ცდუნებას გვაშოროს და ტანჯვა-სევდა მოგვიოხოს!” – (ავტორი გენია.ჯი)