Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ხელოვნება, ნიჭი და ცოდნა დიდი ოფლია. სამივე ერთად რომ განაყოფიერდებიან, მერე გვეძლევა ჭეშმარიტი ქმნილება. ეს განაყოფიერება ხან სიჭაბუკეშივე ხდება, ხანაც მოგვიანებით, ინდივიდისა და გარემოს გააჩნია. ცხოვრება ეგრეა, ზოგს ადრე გაუღიმებს ბედი, ზოგს – გვიან. საამისო მაგალითებსაც დაგისახელებთ: ბალზაკი თითქმის ათ წელიწდს იტანჯებოდა სიტყვასთან ჭიდილში და ძლივს გაიმარჯვა. მოპასანმაც კარგა ხანს აწვალა თავისი თავიც და მასწავლებელიც – გუსტავ ფლობერი თავისი უხეირო მოთხრობებით, მაგრამ მერე „ფუნთუშა”-მ გააკვირვა მთელი საფრანგეთი. ანატოლ ფრანსი ორმოცისა იყო, პირველი წიგნი რომ გამოაქვეყნა.. კრილოვიც ამავე ასაკში მოევლინა რუსეთს პოეტად. ზოგჯერ თვითონ საზოგადოება ვერ შეიცნობს ხოლმე ნიჭს. სტენდალი იმდენად უცნობი იყო თანამედროვეთათვის, რომ გარდაცვალებისას გვარი შეცდომით დაბეჭდეს. მეტს აღარ გავყვები, თუმცა, აქვე, ბარათაშვილის ბედიც არ მავიწყდება. ყველა ეს მაგალითიც რომ არ ყოფილიყო, მე მაინც ხელს არ ავიღებდი ჩემს რწმენაზე, ჩემი უნარისა ყველაზე უკეთ მე ვიცი-თქო”.