„დამაკვირდი”
„ადამიანი სამშობლოს სიყვარულის გარეშე არ არსებობს. სატრფო, შვილი, უდიდესი რამ არის. მაგრამ სამშობლო კიდევ უფრო მაღალია. ამ გრძნობის წინაშე ყველა პირადი გრძნობები ყუჩდებიან. ეს გრძნობა მხოლოდ გრძნობა როდია, იგი გრძნობათა გრძნობაა”. – ალექსანდრე ყაზბეგი – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ზოგი ძაღლსაც აკოცებს, თუ კაბას ჩააცმევ”. – ნოდარ შამანიძე
* * *
„სანახაობა და გასართობიც პაპიროსსა და მზესუმზირასავითაა. თუ მიეჩვიე, ძნელად გადაეჩვევი”. – ლადო ავალიანი
* * *
„სიყვარული თავისივე თავის მსხვერპლად მიტანაა”. – დემნა შენგელაია
* * *
„სიყვარული ყველა წმინდაა, ბინძური მხოლოდ სიძულვილია!” – ნოდარ შამანიძე – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„არა! ტყუილად არ მიყვარს მე ჩვენი წარსული! მიყვარს ისე, როგორც დედას კარგი შვილი და ამიტომაც გულგაუმაძღარს მსურს, რომ ის გატანილი ვნახო მომავალში დრო და ვითარების შეხამებით კიდევ უფრო ძლიერად და ბედნიერად”. – აკაკი წერეთელი
* * *
„ვაჟკაცები გოგოებშიც არიან”. – ნოდარ შამანიძე
* * *
„ყველას თავისი წესი აქვს”. – გიორგი ხორგუაშვილი
* * *
„ადამიანს ბევრის ატანა შესძლებია”. – ნოდარ შამანიძე
* * *
„ბევრსა კლავს ბევრის სურვილი”. – ნოდარ შამანიძე – (ავტორი გენია.ჯი)