ხუან დელ ენსინა
ხუან დელ ენსინა - დაიბადა 1468 წლის 12 ივლისს ენსინში,სალამანკასთან ახლოს (ესპანეთი).იგი გახლდათ დიდი ესპანელი პოეტი და მუსიკოსი,რომელსაც ხშირად მოიხსენიებენ,როგორც “ესპანური დრამის მამა”.მისი ნამდვილი სახელი გახლდათ – ხუან დელ ფერმოლესე,”ენსინა” მხოლოდ ზედსახელია და აღნიშნავს იმ ადგილს,სადაც იგი დაიბადა.ხუანი ღარიბი მეწაღის მეშვიდე შვილი იყო ოჯახში.სწავლობდა სალამანკას უნივერსიტეტში,რომელიც დაამთავრა,დაახლოებით 1492 წელს.ამავე წელიწადს ჰერცოგის კარზე ხდება წევრი – “დონა ფადრიკე დე ტოლედოს ამალისა”. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა სხვა წყაროების მიხედვით ხუანმა ჰერცოგის კარზე მუშაობა მხოლოდ 1495 წელს დაიწყო.წერდა პოემებს და დრამებს,რითაც დიდ მოწონებას და ყურადღებას იმსახურებდა ჰერცოგისან.მისი პირველი ცნობილი ნამუშევარი გახლდათ – “Triunfo de la fama”,რომელიც ეძღვნებოდა ესპანური ქალაქის – გრანადას დაცემას.1490-იან წლებში სალამანკას კათედრალურ ტაძარში კაპელანად იწყებს მუშაობას და ამავე პერიოდში იღებს “ენსინას” ზედსახელს.მალე იგი სალამანკას კათედრალურ ტაძარს ტოვებს და უფრო აქტიურად იწყებს ლიტერატურულ მოღვაწეობას.1496 წელს,გამოაქვეყნა დრამატული და ლირიკული სიუჟეტებით გაჯერებული,მისი პირველი ლექსებისა და სიმღერების კრებული.კრებულმა ენსინას,როგორც დიდი პოეტის სახელი,კიდევ უფრო ფართო მასებისათვის გახადა ცნობილი.პოეტს თემატიკად არჩეული ჰქონდა პასტორალური მოტივები და უპასუხო (ცალმხრივი) სიყვარულის თემები. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით მიემგზავრება,რომში,სადაც მუსიკალურ დაწესებულებებში მუშაობდა კარდინალების კარზე,მანამ – სანამ არ რომის პაპის ალექსანდრე VI-ეს ყურადღება არ მიიპყრო.პაპმა იგი ხორმეისტერად დანიშნა.დაახლოებით 1518 წელს,ენსინი იერუსალიმში ჩავიდა და მოილოცა ქრისტეს საფლავი.1509 წელს მალაგაში მიიღო უფლებამოსილება კათოლიკური ეკლესიის “კანონიკისა” (კათედრალური ტაძრის წევრობა).მიუხედავად დატვირთული გრაფიკისა,იგი მაინც აქტიურად აგრძელებდა ლიტერატურულ მოღვაწეობას.წერდა ეკლოგებს და ლირიკული ჟანრის სიმღერებს,პროზაიკული ტექსტებით.მისი შემოქმედებიდან ასევე აღსანიშნავია ნაწარმოები სატირული ჟანრისა – “შეტაკება”.ხუან დელ ენსინა გარდაიცვალა დაახლოებით 1530 წელს სალამანკაში.დღევანდელ დღემდე მისი 60-მდე ნაწარმოები შემორჩა და მისი დიდებული შემოქმედებიდან გამომდინარე ესპანური ლიტერატურული სამყარო – ”ესპანული დრამის მამად” მოიხსენიებს დღემდე. (ავტორი გენია.ჯი)