„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„საუბედუროდ, ადამიანმა მიაფურთხა თავისივე უმაღლეს ღირსებას – ადამიანობას… სიძულვილს უძლევია – სიყვარული, მტრობას – მეგობრობა.” - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყველაფერს გასწავლის ეს უცნაური ცხოვრება”.
* * *
„ბევრი არაფერი შეცვლილა ამ ქვეყანაზე. ცხოვრება ისევ ისე მიმდინარეობს თავისი უხილავი კანონებით, მდინარის ნაპირები ფერს იცვლის, თვითონ მდინარე კი არა. ხანდახან თუ აიმღვრევა, შიგ მობინადრეთა ცხოვრების წესში ბევრი ვერაფერი იცვლება. პირიქით, მდინარის წმინდაობისას მოქმედი ზნე-წესები უფრო ძალუმი ხდება მღვრიაობის დროს. ისევ ნათელთევზები ზარალდებიან, იბნევიან, ოგნდებიან, რეტიანდებიან, თაღლითთა ჯიშის თევზები კი უფრო ხარობენ, ადვილად იმორჩილებენ ნათელთევთაც და თვით კალმახსაც კი”.
* * *
„სანამ დედამიწა იარსებებს, არც ჭაობი დაილევა და არც მისი ბინადარნი, ერთგან თუ დაშრება, მეორეგან გაჩნდება”.
* * *
„შური და მტრობა – კაცობრიობის განუკურნებელი სენია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უწინ ცხენი და ხმალი კი არ იყო კაცის სამკაული, ვაჟკაცი ამშვენებდა ხმალსაც და ცხენსაც… ერთი იყო სიტყვაც და საქმეც, ერთიც ღონივრობდა და მეორეც”.
* * *
„მამულის ხსენებაზე ეხლანდელ ქონდრის კაცებს თავისი სახნავი მიწა წარმოუდგებათ ხოლმე თვალწინ”.
* * *
„დღესაც ბევრი შეჰფარებიან კარგი ადამიანის სახელს და მართლა არიან კარგები და ადამიანები?! არა, ისინი თამაშობენ მართალი, პატიოსანი ადამიანების როლს, თამაშობენ ისე, რომ ერთი წუთითაც არ შეგეპარებათ ეჭვი, თუ ღრმად არ ჩაიხედეთ მათი სულის ჯურღმულებში”.
* * *
„სატკივარი ვერ დაიმალება”.
* * *
„ზოგიერთ ადამიანებს – ფული აგიჟებთ, ფული!” – (ავტორი გენია.ჯი)