„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„რაღა არ მომხდარა ამქვეყნად, რამდენი სისხლი დაღვრილა, რამდენი კეთილი დაღუპულა და ბოროტი გაღმერთებულა, რამდენ ღირსეულს მოსწრაფებია წუთისოფელი, რამდენი უღირსი დამტკბარა წუთისოფლის ხანგრძლივი ცქერით, რამდენი მაღალი აზრი დაწიხლულა, რამდენი მდაბალი ამაღლებულა, ეჰეი, ვინ იცის, ვინ უწყის, ვინ მოსთვალოს?” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„წყალი უმცროსისაა, როცა უფროსს არ სწყურია”.
* * *
„ყველამ რომ თავისი იცოდეს, სიკეთეს რა მოშლის ამ ქვეყანაზედ…”
* * *
„სიბერეში მაინც წასძლევს ხოლმე სული ადამიანს, წასძლევს სიყვარული თავისი ნააკვნარისა”.
* * *
„ადამიანი რაა, ცხოველსაც მოენატრება თავისიანი”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რა არა ხდება ამქვეყანაზე”.
* * *
„კიდევ კარგი თანაგრძნობა გაჩენილა, თორემ უბედურება არც ისე იოლი ასატანი იქნებოდა”.
* * *
„რა იქნებოდა ადამიანი სურვილ-ნდომის, სწრაფვა-წადილის უქონლად. ალბათ არაფერი, ბევრი არაფერი, არარაობად აქცევდა კაცს, რომელსაც რაღაცა შეეძლო, ძალა ჰქონდა, ქმედება ეწადა”.
* * *
„კარგი რამ გჭირდეს გიკვირდეს, ავი რა საკვირველია”.
* * *
„პირველი მეჭურჭლე თვით ღმერთი ყოფილა: თიხა პირველად ღმერთს დაუზელია, ჩარხზე შეუგდია და გამოუყვანია ტანი კაცისაი, მიუცია სახე თვისი, შთაუბერია სული, მერე ქალიც ამოუყვანია პირველქმნილის გვერდიდან, სხვა რამესაც ამოიყვანდა, რა თქმა უნდა ამოიყვანდა, რას არ შესძლებდა ოსტატი, როცა ჩარხიცა ჰქონდა და თიხაც, დამშლელიც არ იყო, არა, ჰო, რას არ შესძლებდა, მაგრამ მაინც შეჩერებულა, ეს უკმარია, დანარჩენი მიუნდვია მათთვის, თვითონ კი მეთვალყურედ გამდგარა…” – (ავტორი გენია.ჯი)