ნიკო ფიროსმანი – „ეპიზოდი”

გენიალური ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი - ნიკო ფიროსმანი (1862-1918 წლები), ვისაც ღვარძლით გულსავსე კოლეგა მხატვრები დაცინვით – „მალიარს” (მღებავს) უწოდებდნენ, ერთობ მოკრძალებული და თავმდაბალი პიროვნება გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) ცნობილი ფაქტია, რომ ფიროსმანს ახლო მეგობრობა (ძმადნაფიცობა) აკავშირებდა ბეგო ბელაქნელთან (ერთ-ერთი ვერსიით, ნიკოს ძმადნაფიცი ეროვნებით ლეკი იყო). ამ უკანასკნელს ჭირიანთ ხევის გამოსასვლელთან, რიყეში სახლი ჰქონია, ბაღიც ჰქონია, და ნიკალაც მისი ხშირი სტუმარი ყოფილა. ღამეც ხშირად რჩებოდა მასთან, მაგრამ თავისი მორიდებული ხასიათის გამოისობით, ოთახში არასგზით არ დაწვებოდა. იქვე, ბაღში, მეგობარი საწოლს გაუშლიდა და მხოლოდ იქ იძინებდა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გულმხურვალე მეგობრები ერთმანეთს სიკვდილმა არ გაჰყარა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>