ამონარიდები რევაზ მიშველაძის მოთხრობებიდან…
„თუ მოინდომებ კაცი, თურმე, პატარა ხუხულას კი არა, ცაზე მისადგმელ კიბეს იშოვი”. – ( ცვრიან ბალახზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ – ეშმაკს არ ძინავს, ბატონო”. – (ხიფათი)
* * *
„ – ისე ჩავუთრევივართ დროის კონვეირს, ისე დაგვიკარგავს ერთმანეთი, რომ არც კი გაგვიგია”. – (ცვრიან ბალახზე)
* * *
„არიან ბუნებით გლახაკები და ბოროტნი. რა გააფუჭონ, იმაზე რომ არიან გამეცადინებული”. – (ცვრიან ბალახზე) – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ერთი ფინჩხა იუმორიც კი, ადამიანის პირუტყვისაგან განმასხვავებელი ერთერთი ნიშანია”.
* * *
„ – რავა თქვა ბრძენმა? ფულის სესხება წაგებაა მსესხებელითვისო? არ იცი?” დამიგდე ყური. იღებ სხვისას, აძლევ შენსას, იღებ დროებით, აძლევ სამუდამოდ, წაგებაა, აბა რა არიო”. – (საჩქეფელას სტუმრები)
* * *
„ზომა უნდა ყველაფერს”. – (საჩქეფელას სტუმრები)
* * *
„ყველა თავის წრეს მოძებნის”. – (ცვრიან ბალახზე)
* * *
„ვინც ქართულ პურობაზე ერთხელ მაინც ყოფილა სადღეგრძელოების ჩვეულებრივი რიგი მოეხსენება, ხოლო ვისაც ამგვარი შემთხვევა არ ჩავარდნია, მოსალოდნელი სიამოვნების წართმევას მოვერიდები და არ გავუმხელ”. – (საჩქეფელას სტუმრები)
* * *
„ყველაფერს ვერ გაპლანავ, მაგრამ რაც შეგიძლია, უნდა იფრთხილო”. – (ხიფათი) – (ავტორი გენია.ჯი)