“ეკლოგა”
“ეკლოგა” – მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან და აღნიშნავს “რჩევას,შერჩევას”.იგი გახლავთ ანტიკური პოეზიის – მწყემსური და სოციალური ყოფა-ცხოვრების მშვენიერების ამსახველი იდილიური ლექსი,გამოხატული თხრობითი ან დრამის ფორმით. (ავტორი გენია.ჯი)დიდი რომაელი სწავლულის და ენციკლოპედისტის – მარკუს ტერენციუს ვარონის (ძვ.წ.აღ-ით 116-27 წლები) გადმოცემის თანახმად,თავდაპირველად “ეკლოგა” მცირე ზომის ლექსის ფორმა იყო.თუმცა,როგორც ცნობილი რომაელი ბუნებისმეტყველი და ფილოსოფოსი – პლინიუს უფროსი (23-79 წლები) აღნიშნავდა – “ეკლოგამ” მოგვიანებით მიიღო პასტორალის ფორმა (ლიტერატურის,მუსიკის,მხატვრობის და თეატრის ჟანრი,სადაც გადმოცემულია სოფლის მშვიდი ცხოვრება).სახელწოდება შემოღებულ იქნა დიდი რომაელი პოეტის – პუბლუს ვერგილიუს მარონის (ძვ.წ.აღ-ით 70-19 წლები) მიერ,თავის მწყემსურ ლექსებში.ეკლოგის ჟანრმა XIX საუკუნის დასაწყისამდე იარსება და საბოლოოდ არსებობა ამავე საუკუნეში შეწყვიტა. (ავტორი გენია.ჯი)