Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„ვსვამ, და მერე რა, რომ ვსვამ? ყოველი პატიოსანი კაცი სვამს და ყოველი ლოთი, პატიოსანი კაციაო, – ერთი მწერლის თქმისა არ იყოს. როცა ჩავუკვირდები ჩვენს გონებრივ და ზნეობრივ სიღატაკეს, როცა ყოველივე ადამიანურ უფლებას გათელილს წარმოვიდგენ, როცა ჩვენს მუდამ მყრალ მორევს ცხოვრებისას უნებურად დავეწაფები, ძალაუნებურად მიზიდავს ღვინო, რომელსაც შეუძლია გულმოსაკლავი სინამდვილე ოცნებას მისცეს, დავიწყებას.
ღვინო, გამიფანტე სევდანი!
ჰო, რომ ვსვამ, განა შენზე უარესი ვარ! არა, უკაცრავად! ცოდნა, ვინ იცის, იქნებ შენზე მეტიც მქონდა… სურვილიც აღემატებოდა… შეიძლება, მაგრამ „ნუ, ნუ ახლებ ხელს ჩემს გულს – გატეხილია!”