ანდაზები

„ძალიან მაღლა ნუ აიწევი, მაღლა ღმერთიაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„პატარძალმა კოკა გატეხა და ნეტავი ბავშვი მყავდეს, იმას დავაბრალებდიო”.

* * *

„ადრე ამდგარი ჩიტი ნისკარტს იწმენდდა, გვიან ამდგარი – თვალებს იფშვნეტდაო”.

* * *

„როგორი ტყეც იყო, ნადირიც ისეთი გამორბოდაო”.

* * *

„ნათქვამია, ვინც სახლი აშენებული ნახა, ეგონა, დედაბოძი მიწიდან ამოვიდაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ხეს ძირში სჭრიდნენ და გაფრთხილდით, ფოთოლი არ ჩამოუვარდესო”.

* * *

„ჭიაყელა გველს ეტოლებოდა და შუაზე გაწყდაო”.

* * *

„მცოდინარი მტერი უცოდინარ მოყვარეს გერჩიოსო”.

* * *

„ჩხუბში ისეთ სიტყვას ნუ იტყვი, შერიგების დროს შეგრცხვესო”.

* * *

„აღმართმა თქვა, ვაჟკაცი მოვღალე და ბერიკაცმა მე მომღალაო…” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება