„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ქვეყნად ყველაზე რთული და ძნელი საქმე სიმართლის ანუ საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა შენი სიმართლე ფეხებზე ჰკიდია შენს განმსჯელს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ტყუილდაბრალებული კაცი დასახრჩობად წყალში გადაგდებულ იმ განწირულსა ჰგავს, ხავსს რომ ეპოტინება”.
* * *
„ამბობენ, ღმერთი თუ შენს მხარეზეა, ეშმაკი ვერას დაგაკლებსო, თუმცა იმასაც ამბობენ, ეშმაკმა თუ თვალში ამოგიღო, შენი ღმერთიც ვეღარას გიშველისო”.
* * *
„ადამიანი ეგრე ყოფილა მოწყობილი, როცა ათასი დარდი და ფიქრი მიეძალება, გამოსავალს ეძებს უცნაურ ახირებასა და კვიმატ საქციელში, ზოგჯერ სისულელეშიც კი”.
* * *
„ეგრე ყოფილა თურმე ყოველთვის – მადა ჭამაში მოდის, მადააშლილს კი ლუკმაც ვეღარავისთვის ემეტება, ყოველსა და ყველას სათავისოდ შთანთავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კაცის ბედი ქონებით არ განისაზღვრება”.
* * *
„ეგრე სჯობია, ბავშვი სამშობლოში უნდა გაიზარდოს… მშობლიურ ენაზე, მშობლიურ ადამიანთა შორის”.
* * *
„ფიქრი და იმედი იმად აქვს ახალგაზრდა კაცს, რათა ძალა იმატოს, ღონე ირგოს და სული იმაგროს, რომ არ წაიქცეს წუთისოფლის ბრმად თუ ღრძოდ დახშულ გადასასვლელებზე, უდროოდ არ დაეცეს ცხოვრების თვალსაწიერზე”.
* * *
„ჭკვიანი კაცი ყველა საქმეში ჭკვიანია, ჭკუა კი ადამიანთან მოდის გასაჭირით, საშვილიშვილო შავბედობით”.
* * *
„ქვეყნად სიმართლის მტკიცება ისევე ძნელია, როგორც წყლის ნაყვა”. – (ავტორი გენია.ჯი)