სერგო კლდიაშვილი – „იცი, რა ქვეყანაა საქართველო?”
„ – იცი, რა ქვეყანაა საქართველო? არ ვიცი, როგორ ვთქვა, არ ვიცი, რას შევადარო შეუდარები! როცა წარმოვიდგენ, რომ ამ ღვთისნიერ მიწაზე მხოლოდ ორი მილიონი, თუ რაღაც მეტი ქართველი ცხოვრობს, ჯავრისაგან მინდა ვიყვირო მინდა, ათი და მეტი მილიონი, აი რა გვინდა ჩვენ! ჩვენს ბაღებში ყველგან ქართველი კაცის ხელი უნდა ტრიალებდეს! ამაზე უნდა ვფიქრობდეთ და ვზრუნავდეთ ყოველდღე, ყოველ წუთს. ათი მილიონი ქართველი! წარმოგიდგენია ეს ბედნიერება?”