Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„წესიერების თავი და ბოლო ქვეყნად არავინ იცის და ვერც გაიგებს. ზოგჯერ ისეთ კაცს ეძახიან წესიერს, რომელიც თავის თავსაც ატყუებს მარჯვედ და სხვათა მოტყუებასაც ბრწყინვალედ ახერხებს, უწესოდ კი ისეთ ადამიანს მონათლავენ ხოლმე, რომელიც არავის არ ატყებს და მარტოოდენ სიმართლით ცხოვრობს, ხოლო ადამიანები სწორედ მისეულ სიმართლესა და პირდაპირობას ნათლავენ უწესობად, რამეთუ იგი შორს არის იმათეული მრავალპირობისაგან, სიფლიდისაგან, თვალთმაქცობისაგან, რაიც ესოდენ ფეხმოკიდებულად კანონდება ცივილიზაციად დათქმულ საკაცობრიო კომედიაში, როცა ადამიანად წოდებულ არსებას თვითონვე სჯერა საკუთარი ტყუილისა. ტყუილისა, ყველა ბოროტების სათავე რომ არის”.