ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ებრაული წარმომავლობის მქონე ფიზიკოს-თეორიტიკოსი – ალბერტ აინშტაინი (1879-1955 წლები), ვინაც ქვეყნიერებას გერმანიის უმშვენიერეს ქალაქ ულმში მოევლინა, თავისი ცხოვრების განმავლობაში ოფიციალურად სამი ქვეყნის მოქალაქის სტატუსს ატარებდა სხვადასხვა პერიოდებში (ორმაგი მოქალაქეობის ჩათვლით). ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი მან, როგორც შვეიცარიის მოქალაქემ იცხოვრა – მთელი 54 წელიწადი; გერმანიის მოქალაქის სტატუსით იგი 36 წლის განმავლობაში იყო აღჭურვილი. აი, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქედ კი იგი სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის განმავლობაში მიიჩნეოდა. – (ავტორი გენია.ჯი)