„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ახლა სიმართლის თქმა მარტო ხუმრობით შეიძლება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გამარჯვება რაა, თუ არ მოიხმარ”.

* * *

„დღეს ყველა ეშმაკის მახითაა ერთმანეთზე გადაბმული და არა სიყვარულით”.

* * *

„ჩვენ გვინახავს, რომ მოგებულ ჯიბეს თავი წაუგია”.

* * *

„ბავშვი დედის ძუძუს მიატოვებს, მაგრამ ვინც მლიქვნელობას იგემებს, მთელი სიცოცხლე პირს ვერ მოწყვეტს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ის დრო არაა, როცა ყველა ადამიანი სუსტის წინაშე მგელი იყო და ძლიერის წინაშე ცხარი”.

* * *

„ამბობენ, აწევა და დაწევა ძმები არიანო”.

* * *

„ალბათ ადამიანის ბედნიერება არ გვიპყრობს ისეთი თანაგრძნობით, როგორც უბედურება”.

* * *

„სიმართლეს ტაში რად უნდა”.

* * *

„ასეა, ყველა ფრინველი გაებმება მახეში, ოღონდ შესაფერი საკენკი უნდა დაუყარო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება