გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულას ბიოგრაფიიდან…
გაიუს იულიუს ცეზარ კალიგულა (12-41 წლები) – რომის იმპერატორი გახლდათ 37-41 წლებში.იგი არა მარტო რომის ისტორიაში,არამედ მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში შევიდა,როგორც დაუნდობელი, “მიზანთროპი” ტირანი,რომელზეც საკუთარმა მამობილმა – ტიბერიუს კლაუდიუს დრუზუს ნერონ გერმანიკუსმა,რომელიც კარგად იცნობდა შვილობილს თქვა კიდეც: “გაიუსი საკუთარი თავისა და ყველას დასაღუპად ცხოვრობს,მისი სახით მე ვზრდი ჰიდრას (ურჩხული) რომაელი ხალხისათვის და ფაეტონს (ბერძნული მითოლოგიის მიხედვით – ჰელიოსისა და კლიმენის ვაჟი,მეორე ვერსიით ღვთაებრივი დემონი) – მთელი დედამიწისათვისო. (ავტორი გენია.ჯი) ტიბერიუსის გარდაცვალების შემდგომ ხალხი მას “ნათელს”,”საყვარელს”,”თოჯინას” და “ბალღს” უწოდებდა,ეს გახლდათ პერიოდი როდესაც კალიგულა მემკვიდრე გახდა რომის საიმპერატორო ტახტისა.ისტორიკოსმა მოგვიანებით სრული სიმართლით არნიშნა,რომ “ამქვეყნად არც მასზე უკეთესი მონა ყოფილა და არც მასზე უარესი მბრძანებელიო”,მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ იცოდა რომაელმა საზოგადოებამ.ყოველივე ზემოთ აღნიშნული სიტყვები მალევე მხოლოდ სიტყვებად დარჩა.რამდენიმე მაგალითი,რომელიც ქვემოთ არის მოყვანილი,ალბათ წარმოდგენას შეგვიქმნის მის პიროვნებაზე და მისი მართველობის ჯოჯოხეთურ მოვლენაზე: მას არ შეეძლო აელაგმა ხასიათის თანდაყოლილი სისასტიკე და მანკიერება.ხარბი ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი ესწრებოდა წამებასა და სიკვდილით დასჯას და ეს ხდებოდა მანამ,სანამ ტიბერიუსი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.ტახტზე ასვლის შემდგომ უპატივცემულობას იჩენდა სენატორების მიმართ: მათ,ვისაც ყველაზე მაღალი თანამდებობები ეკავათ,აიძულებდა,უკან გაჰყოლოდნენ მის ეტლს და რამდენიმე კილომეტრი ფეხით ერბინათ; სადილობის დროს კი წელზე ტილოშემორტყმულები მისი სარეცცლის თავსა და ბოლოში დამდგარიყვნენ.ბევრი სენატორი გაუხმაურებლად დასაჯა სიკვდილით,მაგრამ თითქოს ცოცხლები ყოფილიყვნენ,კვლავ ეპატიჟებოდა თავისთან; მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ იცრუა და გამოაცხადა,რომ მათ თავი მოიკლეს.ასეთივე სისასტიკითა და ქედმაღლობით ექცეოდა სხვა წოდების მქონეებსაც. (ავტორი გენია.ჯი) გლადიატორთა არენაზე გაჰყავდა დაუძლურებული ცხოველები და საცოდავი მოხუცები,ყველაზე პატივსაცემი,მაგრამ რაღაც სახიჩრობით დამახინჯებული ოჯახის მამები და ამ “უბედურთა” სისხლის ღვრით დიდად ერთობოდა.იყო შემთხვევები,როდესაც სახელმწიფო ბეღლებს ხურავდა და ხალხს შიმშილობისთვის იმეტებდა.როდესაც სანახაობებისათვის განკუთვნილ გარეულ მხეცთა გამოსაკვებად საჭირო საქონელი გაძვირდა,ბრძანა ისინი დამნაშავე პატიმრებით გამოეკვებათ.იგი თავად დადიოდა სატუსაღოებში და არ დაგიდევდათ ვის რა დანაშაული (ან უდანაშაულო) ჰქონდა ჩადენილი: იდგა შემოსასვლელში და ბრძანებდა,წაეყვანათ ყველა, “მელოტიდან მელოტამდე” (რომაული ანდაზა,ანუ განურჩევლად ყველა).აიძულებდა მამებს საკუტარი შვილების სიკვდილით დასჯას დასწრებოდნენ.ერთ-ერთმა მშობელმა,რომელმაც უარი განაცხადა შვილის სიკვდილით დასჯაზე დასასწრებად,საკუთარი ტახტრევანი გაუგზავნა მოსაყვანად.შვილის სიკვდილით დასჯის შემდეგ კი სუფრასთან მიიწვია და აიძულებდა ეხუმრა და ემხიარულა.ერთი რომაელი მხედარი,რომელიც გარეულ მხეცებს მიუგდეს,განუწყვეტლივ ყვიროდა,დამნაშავე არა ვარო; გაიუსმა ის უკან დააბრუნა,ენა მოაჭრა და კვლავ გარეულ მხეცებს მიუგდო.
თავის საქციელს კიდევ უფრო ამძიმებდა სიტყვების სისასტიკით.ხასიათის საუკეთესო და საქებარ ნიშნად,მისივე თქმით ურცხვობას და უტიფრობას მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) ბებიამის ანტონიას,რომელიც მას არა ერთ დარიგებას აძლევდა,ისიც კი უთხრა,რომ “არ დაგავიწყდეს,რომ მე შემიძლია,რაც მომესურვება ის გავუკეთო მას,ვისაც მინდა!”
ყოველ მეათე დღეს,როცა სიკვდილმისჯილი პატიმრების სიას ხელს აწერდა,ამბობდა,ანგარიშებს ვასწორებო.ყოველთვის მოითხოვდა,მსჯავრდებული მოკლე და ხშირი დარტყმებით მიეყვანათ სიკვდილის პირას.ამასთანავე ხშირად იმეორებდა თავის ცნობილ ბრძანებას: “ისე ურტყი,იგრძნოს,რომ კვდება!” ასევე ხშირად იმეორებდა ერთ-ერთი ტრაგედიის ცნობილ სიტყვებს:
“დაე,ვძულდე,ოღონდ კი ეშინოდეთ!”
კალიგულას რომაელ ხალხზეც არაერთხელ უთქვამს: “ო,ნეტავ რომაელ ხალხს მხოლოდ ერთი კისერი ჰქონდესო!” იგი არც მალავდა,როგორ ნანობდა,რომ მისი მართველობის პერიოდში არავიტარი საერთო სახალხო უბედურება არ მომხდარა: ავგუსტუსის მართველობა ვარუსის მარცხით დაამახსოვრდა ხალხს,ტიბერიუსისა – ფიდენაში ამფითეატრის ჩამოქცევით; დარდობდა,ჩემი მმართველობა საერთო კეთილდღეობის გამო დავიწყებას მიეცემაო.კვლავ და კვლავ ოცნებობდა ჯარების განადგურებაზე,შიმშილზე,ჭირზე,ხანძარზე ან მიწისძვრაზე მაინც.
დიდებულ ნადიმზე უეცრად ხარხარი აუტყდა: გვერდით წამოწოლილმა კონსულებმა ლაქუცით ჰკითხეს,რა გაცინებსო,მან კი უპასუხა: “ის მაცინებს,რომ ჩემი ერთი თავის დაქნევაც საკმარისია,ორთავეს ყელი გამოგჭრანო!”
შური და ბოღმა არანაკლები იყო მასში,ვიდრე სიამაყე და მრისხანება.იგი ადამიანთა მოდგმის თითქმის ყველა თაობას მტრობდა.იმდენად გათახსირებული იყო,რომ საკუთარ დებთან,ნათესავებთან და მეგობრების ახლობელ მანდილოსნებთან თანაცხოვრობდა.იმდენად გარყვნილი და თავხედი იყო,რომ ამ ამბებს მერე იმათ უყვებოდა ვისაც ცოლი,და ან შვილი გაუბახა.
ყოველთვის ამბობდა: “ან მოკრძალებულად უნდა იცხოვრო,ან – კეისარივით!” ბანაობდა კეთილსურნელოვან ცხელ და ცივ ზეთებში,სვამდა ძმარში გახსნილ ძვირფას მარგალიტს და ჭამდა მხოლოდ ოქროს ჭურჭელზე დაწყობილ საკვებს.
თავისუფალი მეცნიერებებიდან ყველაზე ნაკლებად ბუნების კანონების შეცნობით,ყველაზე მეტად კი – მჭერმეტყველებით ინტერესდებოდა. (ავტორი ეგნია.ჯი) ყოველთვის შეეძლო და მზად იყო სიტყვით გამოსულიყო,განსაკუთრებით მაშინ,როდესაც ვინმესთვის ბრალის დადება იყო საჭირო.კალიგულა იყო სულით ბოროტი ადამიანი,რომელიც არაერთხელ დადიოდა ქალის კაბაში ჩაცმული და სცენებზე წარმოდგენებსაც მართვდა.მის ცხენზე “ინციტატუსზე” აღარ შევჩერდები,რადგან ამ თემის ირგვლივ ფართო მასალა შემოგთავაზეთ მკითხველო წინა პოსტებში.როდესაც კალიგულა განგმირეს (პირველი მახვილი ქერეამ დაჰკრა და შემდეგ კიდევ ოცდაათი ჭრილობა მიაყენეს),მისი “გვამი” მალულად წაიღეს ლამიას ბაღებში და სანახევროდ დაწვეს,ხოლო შემდეგ ბელტები მიაყარეს.მოგვიანებიღ გადასახლებიდან დაბრუნებული დები ჩამოვიდნენ ამოთხარეს საფლავიდან კვლავ დაწვეს და დამარხეს.ოცდაცხრა წელი იცოცხლა,სამი წელი,ათი თვე და რვა დღე მბრძანებელი იყო.ამ ხნის მანძილზე მას ეღტი სიკეთეც კი არ ჩაუდენია მისი უახლოესი მეგობრებისთვისაც კი თუ არ ჩავთვლით “ცხენს – ინციტატუსს”.მსოფლიო ისტორიას იგი შემორჩა,როგორც “მიზანთროპი” კაცთა მოდგმისა და დღესაც მისი სახელის ხსენება ყველა ადამიანში ერთგვარად უარყოფით ემოციებს აღძრავს. (ავტორი გენია.ჯი)