ჩარლზ დიკენსი წერდა…
„ლამაზი ქალის დანახვა ფარ-ხმალს მაყრევინებს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„კეთილი ინებეთ და ჩემი საქმე მევე მომანდეთ”.
* * *
„სილამაზეზე ღირსეული პატივისცემით უნდა ილაპარაკონ – პატივისცემით და სათანადო მორიდებით, უნდა ესმოდეთ სილამაზის ფასი და მშვენიერება”.
* * *
„მშვენიერი და ბრწყინვალე თვისება აქვს ადამიანს – როცა გულს მშვიდი ბედნიერება და ნაზი გრძნობები აგვიჩვილ-აგვიძგერებს, მაშინვე ძალუმად და შეუკავებლად მოგვიცავს ხოლმე მოგონებანი გარდაცვლილებზე”.
* * *
„სიამაყე – ერთ-ერთი მომაკვდინებელი ცოდვაა შვიდთაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„რამდენს შეხვდებით ქვეყნად, რომელთაც ცხოვრების შინაარსად სიმდიდრის მოხვეჭა დაუსახავთ (იმას არ დაგიდევენ – რა გზით და საიდან), ჩინებულადაც ესმით მთელი სიბილწე და გაიძვერობა, რასაც ყოველდღიურად მიმართავენ გამდიდრებისათვის, მაგრამ ისე იბღინძებიან, თითქოს მაღალი ზნეობის პატიოსანი ადამიანები იყვნენ (საკუთარ თავსაც კი ატყუებენ) და ქვეყნის გათახსირებაზე ხვნეშიან ხოლმე, წარამარა აქიცინებენ თავს”.
* * *
„ყველასა გვაქვს ცხოვრებაში რაღაც ნათელი დღე, რასაც განსაკუთრებული სიამოვნებით მოვიგონებთ ხოლმე”.
* * *
„ხალხის უმრავლესობა საკუთარი თავის მიხედვით სჯის ქვეყნიერებას”.
* * *
„ვიცი, საშინელი წამებაა კაცისთვის, ცოლობაზე რომ უარს ეტყვიან”.
* * *
„სიმართლეს სად გაექცევი”. – (ავტორი გენია.ჯი)