ზურაბ ორბელიანი – „ეპიზოდი”
ილია ჭავჭავაძის მიერ „ქართული ენის მეუფედ” წოდებული დიდი ქართველი რომანტიკოსი პოეტის – გრიგოლ ორბელიანის მამა – ზურაბ ორბელიანი, სხვა უამრავი ქართველი თავადის მსგავსად, ძალიან უკმაყოფილო გახლდათ რუსეთის იმპერიისაგან წარმოგზავნილი საქართველოს მთავარმართებლის – ალექსი ერმოლოვის მიერ წარმოებული შიდა პოლიტიკით. (ავტორი გენია.ჯი) ზურაბი იმდენადაც კი იყო აღშფოთებული, რომ მიუხედავად მკაცრი ცენზურისა, თავის უკმაყოფილებას ერმოლოვისადმი, საზოგადოების წინაშეც არ მალავდა. ზურაბ ორბელიანის მიერ გამოთქმულმა ძვირმა სიტყვამ მალე მთავარმართებლის ყურამდე მიაღწია. შედეგად, ამ უკანასკნელს ზურაბთან გრიგოლ მუხრან-ბატონი მიუგზავნია, – „რას მერჩის, რას მაგინებსო?“” – რაზეც ორბელიანს საპასუხოდ უთქვამს – „აბა როდის ვაგინებდი, მაგის დედაცო……?!” – (ავტორი გენია.ჯი)
ალექსი ერმოლოვი