„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ასეა ბედის ტრიალი, ხან ერთია ზევით, ხან – მეორე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არიან ადამიანები, რომელთა სიკვდილი არ გვჯერა. გაივლის წელი, ათი და ოცი და ისევ ელი, გგონია, რომ ისევ შეხვდები”.

* * *

„ახლა ცოტა არ იყოს, ხალხი შეიცვალა”.

* * *

„სულსწრაფია ახალგაზრდობა…”

* * *

„ენა ცხოვრებასთან ერთად უნდა ვითარდებოდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მართალია, შენი კარი გააღე, სხვისი ღიაც დაგხვდებაო”.

* * *

„ნათქვამია, შვილმა გულში გამიარა, შვილიშვილმა გულის გულშიო”.

* * *

„მოსავლელს დროზე უნდა მოევლოს!”

* * *

„ქვეყანა მისია, ვისაც ერთ ხელში ხმალი უჭირავს და მეორეში გუთანი. ხმალი ვერას გახდება, თუ გუთანი არ იყოლია”.

* * *

„ვერც ერთ ისეთ ახალ ჭეშმარიტებას ვერ იტყვით თქვენს დღეში, რომელიც როდესმე არ თქმულიყოს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება